U19. საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ შვედეთს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი შვედეთი 2:1 დაამარცხა.

ჩვენი გუნდი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შემტევი ვახტანგ სალია ვერ დაეხმარა, 70-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, მაგრამ თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 16 ნოემბერს ამავე სტადიონზე ნორვეგიასთან ჩაატარებს, რომელმაც ესტონეთს 2:1 მოუგო.

ბორასი. „ბორას არენა“
შვედეთი - საქართველო: 1:2
გოლები: 1:0 სერნელიუსი (30), 1:1 ნიკოლაიშვილი (70), 1:2 გეგუჩაძე (88)

საქართველო: საური, მეფარიშვილი, ხარებაშვილი, ნიკოლაიშვილი, ამისულაშვილი, გოგსაძე, ბერელიძე, გეგუჩაძე (ბუბუტეიშვილი 89), სამუშია, წულაია (გვასალია 70), თურქია (ოდიკაძე 63)

alt19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

მკითხველის კომენტარები / 12 /
შვედეთთან, საქართველოს ყველა ნაკრები უკვე შენობით მიმართვაზეა გადასული.რა თქმა უნდა სასიხარულოა და ვულოცავ ბიჭებს.გოლი თავით გაგვიტანეს სტანდარტიდან და რაკი,ნორვეგიელები ზოგადად უფრო მაღლები არიან,ალბათ მათთან უფრო გაგვიჭირდება,მაღალ ბურთებზე,თუმცა მიწაზე თუ დავუშვით ბურთი,იქ უკვე ჩვენ გვექნება უპირატესობა.ესტონელებიც დაახლოებით მსგავს ფეხბურთს თამაშობენ,ასე რომ ჩვენებიც შეეგუებიან მათ სტილს და ეს ბრძოლასაც გაუადვილებთ.მგონი სამივე თამაშის მოგება შეგვიძლია და სწორედ ამას ვუსურვებ,ბიჭებს.
სოსო
14:54 14-11-2024
0
მეგობრებო შესარჩევის ელიტ რაუნდში 1-2 ადგილოსნები გადიან ხო საკვალიფიკაციოს ჯგუფიდან?
მეზღვაური
14:40 14-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული