ეროვნული ლიგა 2. ბათუმის "დინამო" საკუთარ ქალაქში ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის ბოლო შეხვედრები გაიმართება.

"ნორჩი დინამო", რომელიც მეოთხე ადგილზე აღზევდა, "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლებს, რომელიც პირველ ადგილზეა და ექვსი ქულით წინ არის. ამ გათამაშებაში "ნორჩ დინამოს" ჯერჯერობით ყველაზე მეტი, 15 გოლი აქვს გატანილი, "ვიტ ჯორჯიას" კი ყველაზე ცოტა, 2 გოლი აქვს გაშვებული.

ეს კი შეხვედრას ინტრიგას სძენს, თუ ვისი სცენარით წარიმართება შეხვედრა. ფავორიტად მაინც სტუმრები უნდა მოვიაზროთ, რომლებიც ბრწყინვალე ფორმაში არიან და ლიგას ლიდერობენ.

"ცხინვალმა", რომელმაც მოულოდნელად ზედიზედ სამი გამარჯვება შემოგვთავაზა, თან ყველა ლიგის ფავორიტებთან, ამ
შედეგით მესამე ადგილზე აღზევდა, რასაც ვერ ვიტყვით მათ მეტოქე "თელავზე", რომელმაც წინა შეხვედრაში მოგების შანსი გაუშვა და ცხრილის მეორე ნაწილში მოხვდა. შეხვედრა, წესით, საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს და "მცხეთა პარკზე" კარგ სანახაობას უნდა ველოდოთ.

წყალტუბოელები ქობულეთელებს მარტვილში მასპინძლობენ. ორივე გუნდი მოულოდნელად ცხრილის მეცხრე და მეათე პოზიციებს ინაწილებს. მათი ასპარეზი ამ სეზონში კრიტიკას ვერ უძლებს და მათი თამაში ნამდვილად არ შეეფერება იმას, რასაც ველოდით. "შუქურას" შეიძლება მოგებაც არ ეყოს პოზიციის შესაცვლელად, "სამგურალი" კი ცოტა გამოიკეთებს პოზიციას სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში.

"გაგრა", რომელიც ამ სეზონში ასევე საკმაოდ კარგია და მეორე პოზიციაზეა, მე-7-ადგილოსან "შევარდენს" სტუმრობს. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, თუმცა გარკვეული უპირატესობა "აფხაზებს" მაინც ექნებათ.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ბათუმის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირება ტურის ცენტრალური მატჩი არ იქნებოდა. თითქოსდა, ბათუმელებმა თავიანთი ასპარეზობა გამოასწორეს, მოგებები დაიწყეს და ბოლო ორი შეხვედრა ზედიზედ დათმეს. მათზე რთულ სიტუაციაში არიან მარტვილელები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ უპოვიათ საკუთარი თამაში.

ხვალინდელი შეხვედრა "დინამოსთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი ბათუმში ბრუნდებიან და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ბაზაზე ითამაშებენ.

30 აპრილი
ნორჩი დინამო - ვიტ ჯორჯია 14:00
ცხინვალი - თელავი 16:30
სამგურალი - შუქურა 16:30
შევარდენი - გაგრა 16:30

1 მაისი
ბათუმის დინამო - მერანი 20:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0