"კოლხეთი" უცხოეთიდან ორ ქართველ ფორვარდს იმატებს

AutoSharing Option
24 წლის ფორვარდი დავით დარციმელია კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს. როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, ფოთელები დარციმელიას განაცხადში უახლოეს დღეებში შეიყვანენ.

დარციმელია კარიერის მანძილზე მარნეულის "ალგეთის", თბილისის "ლოკომოტივის", უკრაინული "სევასტოპოლის", უნგრეთის უმაღლესი ლიგის კლუბის - "ნირეგიჰაზას" და შვედური მეოთხე ლიგის კლუბის - "ჰარნოსანდის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა წელს უთამაშია საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებებში.

აღსანიშნავია, რომ დარციმელია იყო იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა.

ჩვენი ინფორმაციით, "კოლხეთის" ღირსებას დაიცავს საზღვარგარეთ მოთამაშე კიდევ ერთი ფეხბურთელი - 21 წლის გიორგი
გოგოლაშვილი, რომელიც ასევე შვედურ "ჰარნოსანდსა" და ლატვიურ "სუპერ ნოვაში" ასპარეზობდა.

ორივე ფეხბურთელის დებიუტი შესაძლოა ეროვნული ლიგა 2-ის უახლოეს ტურში შედგეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0