
მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ანგარიში მატჩის მე-10 წუთზე "შუქურას" ფეხბურთელებმა გახსნეს - თავი დავით ჩაგელიშვილმა გამოიჩინა. 26-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ ანგარიში გაათანაბრა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 55-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით "ტორპედოს" 43 ქულა დაუგროვდა და მართალია, კვლავ მეორე ადგილზეა, თუმცა ლიდერ თბილისის "დინამოს" ახლა სამი ქულით ჩამორჩება. "შუქურა" კი 7 ქულით ბოლო ადგილზეა.