შეხვედრა, რომელშიც გოლები ხარაიშვილმა და ბიძინაშვილმა გაიტანეს, "საბურთალოსთვის" ზედიზედ მე-2 მოგება გამოდგა, რაც მიმდინარე გათამაშებაში მეორედ მოხდა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც, თბილისელებმა "დილასთან" მოგება "ლოკომოტივთან" 3 ქულის აღებას მოაყოლეს. ასევე აღსანიშნავია, რომ "საბურთალო" უკვე 3 თამაშია კარს მშრალად ინახავს, ასეთი რამ კი 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა.
დილას პირიქით, ცუდი პერიოდი უდგას. გორელებმა ქვეყნის ჩემპიონატის ზედიზედ 5 თამაში წააგეს, რაც მათ 2012 წლის შემდეგ პირველად დაემართათ.
სფფ-მ უნდა გაბედოს ყველას ერთად და ერთნაირი მინიმალური პირობებით გასხვისება,რამდენიც გაიყიდება,იმდენი კერძო კლუბით დაკომპლექტდება ლიგა. თუკი დილას ხელმძღვანელობა ვერ დააკმაყოფილებს ახალ მოთხოვნას ბიუჯეტის მინიმალურ ზომაზე, მაშინ ავტომატურად აღმოჩნდება უფრო დაბალ ლიგაში.