ეროვნული ლიგა. XXII ტური: "დილა" კვლავ აგებს, "საბურთალო" ისევ არ უშვებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გახსნით მატჩში "საბურთალომ" "დილა" გორში ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელშიც გოლები ხარაიშვილმა და ბიძინაშვილმა გაიტანეს, "საბურთალოსთვის" ზედიზედ მე-2 მოგება გამოდგა, რაც მიმდინარე გათამაშებაში მეორედ მოხდა. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაშიც, თბილისელებმა "დილასთან" მოგება "ლოკომოტივთან" 3 ქულის აღებას მოაყოლეს. ასევე აღსანიშნავია, რომ "საბურთალო" უკვე 3 თამაშია კარს მშრალად ინახავს, ასეთი რამ კი 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად მოხდა.

დილას პირიქით, ცუდი პერიოდი უდგას. გორელებმა ქვეყნის ჩემპიონატის ზედიზედ 5 თამაში წააგეს, რაც მათ 2012 წლის შემდეგ პირველად დაემართათ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრას: სტუმრად მოთამაშე გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო, მასპინძლის სტატუსის მქონე გუნდს კი გოლი უკვე 4 თამაშია ვერ გააქვს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
დარასელია არ გაუშვათ და არ შეცდეთ.ააყვავა გუნდი.მაგარია დარასელია ყოჩაღ ასე უნდა.შინ და გარეთ დამარცხება.დარასელია გუნდების გამგდები პროფესიონალია.
გუჯა
23:18 10-08-2017
0
დაავსეტ გუნდი არა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული