"კოლხეთის" ახალწვეული 22 წლის ცენტრალური მცველია. ის ბოლოს ბოლნისის "სიონში", მანამდე კი თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოში" თამაშობდა.
ასევე, იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი და 1 გოლიც აქვს გატანილი უელსის კარში. გურეშიძეს ვასილ მაისურაძის გუნდში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"