გიორგი დევდარიანი: ეს ის ფეხბურთი არ იყო...

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის XXVII ტურში "ლოკომოტივმა" "ჩიხურას" 3:0 მოუგო. "რკინიგზელთა" შედეგიანობა შთამბეჭდავია - თამაშში საშუალოდ 1,85 გოლი. ბრწყინვალე ფორმაშია ეროვნული ლიგის ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე, რომელიც "ლოკომოტივს" 22 გოლით შეეწია.

- ლოკომოტივი-ჩიხურა 3:0 - სულ უფრო სოლიდური [VIDEO]

ცხადია, გიორგი დევდარიანი კონკრეტულად "ჩიხურასთან" გამარჯვებით გახარებული იყო, რადგან მისმა გუნდმა უშუალო კონკურენტს უკვე 5 ქულით გაასწრო, მაგრამ...

"ჩემი აზრით, 3:0 გუნდებში განსხვავებას ვერ ასახავდა, თვით იმისდა მიუხედავად, რომ "ლოკომოტივმა" თამაში უკეთ ჩაატარა, ვიდრე "ჩიხურამ". თუმცა
ეს არ ნიშნავს, რომ დღეს ზოგადად კარგად ვითამაშეთ. ეს ის ფეხბურთი არ იყო, რისკენაც კლუბი მიისწრაფვის.

თუმცა, უშუალო მეტოქესთან 3 ქულა მაინც მნიშვნელოვანია. ეროვნული ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ ქულას ძალიან მაღალი ფასი აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საჩხერელი ვარ, მაგრამ გამეხარდა ჩიხურას წაგება, იმიტომ რომ სპორტსკოლა დაფინანსებას რასაც ქართუსგან იღებს არაეფექტიანად იყენებს, მშვენიერი სტადიონი აქვთ მერჯევში და ხელფასებიც კაი აქვთ, მაგრამ მაგათი გაზრდილი ფეხბურთელი არავის უნახავს, იმიტომ რომ მუშაობს ძველი კორუმპირებული სამწვრთნელო შტაბი, რომლებიც ყოველგვარ სიახლეზე ინერტულები არიან და თავისი ადგილების შენარჩუნების გარდა მოტივაცია არ გააჩნიათ. იყიდეს გადაბერებული ყველაკლუბმოვლილი ფეხბურთელები და აძლევენ მაგათ დიდ ხელფასებს, იმისთვის რომ ელემენტარული შედეგი დადონ ეროვნულ ლიგაში ხალხის ყბაში რომ არ ჩავარდნენ. არც სპორტსკოლის განვითარებაზე ზრუნავენ და შესაბამისად არც მომავალძე. დროა ეს შეიცვალოს. შეხედეთ ლოკომოტივს და საბურთალოს რა ბიჭები გაზარდეს და მაგალითი მაგათგან აიღეთ.
giorgi
14:44 27-09-2017
1
საჩხერეში ადგილობრივი და საჩხერის მახლობელი სოფლიდან მოჰყავთ ბავშვები, დაახლოებთ 500 ბავშვია, როგორც თვითონ აღნიშნავენ. თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან არავინ ჩავა საჩხერეში... 500 ბავშვში ძალიან ცოტაა იმის ალბათაბა, რომ ერთ–ორმა მაინც მაღალი დონის ფეხბურთ ითამაშოს, მითუმეტეს საჩხერე არ ითვლება საფეხბურთო ტრადიციების ქალაქად. ასე რომ დროა საჭირო ვიღაც გაიზარდოს,10–15 წელი არა არის საკმარის. თუ ვინმეს არ მოიყვანენ და მთავარმა გუნდმა არ ითმაშა, ის ინტერესიც დაიკარგება საჩხერეში რაც ფეხბურთის მიმართ აქვთ... ეს ლოგიკაა გიორგი, ცოტა იფიქრე და მერე იქნებ აღარ გაგიხარდეს საკუთარი ქალაქის წარუმატებლობა..
გიხაროდეს
20:36 27-09-2017
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული