ეროვნული ლიგა. XXX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები: რო­ცა მცვე­ლიც ბომ­ბარ­დი­რია...

AutoSharing Option
და­ძა­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა გა­სუ­ლი ტუ­რი, რო­მე­ლიც, წი­ნას მსგავ­სად, მა­ინ­ც­და­მა­ინც შე­დე­გი­ა­ნი არ იყო, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე ისე­თი გო­ლი გა­ვი­და, "ეფექ­ტუ­რი" რომ ეთ­ქ­მის!

...ისე მოხ­და, რომ სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა: ერ­თა­დერ­თი სა­ინ­ტ­რი­გო ამ­ბა­ვი ის თუ შე­იძ­ლე­ბა იყოს, რომ "ჩი­ხუ­რას" გა­უჩ­ნ­და IV ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შან­სი...

სამ­ქუ­ლი­ა­ნი და სამ­გო­ლი­ა­ნი დაბ­რუ­ნე­ბა
უჩა სო­სი­აშ­ვი­ლი თით­ქ­მის ოთხ­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ წარ­ს­დ­გა სამ­ტ­რე­დი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე. დაბ­რუ­ნე­ბა მარ­თ­ლაც მშვე­ნი­ე­რი გა­მოდ­გა: "სამ­ტ­რე­დი­ამ" უპ­რობ­ლე­მოდ შეძ­ლო ბა­თუ­მის "დი­ნა­მოს" და­მარ­ცხე­ბა და ბა­რემ ისიც ვთქვათ, რომ ქვეყ­ნის ჯერ კი­დევ მოქ­მედ­მა ჩემ­პი­ონ­მა სამ­თ­ვი­ა­ნი პა­უ­ზის მე­რე გა­ი­მარ­ჯ­ვა
დი­დი ან­გა­რი­შით.

არა­და, მას­პინ­ძ­ლებს, სე­რი­ო­ზულ­ზე მე­ტი რომ ჰქვია, ისე­თი სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და უჩა სო­სი­აშ­ვილ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის გა­კე­თე­ბამ მო­უ­წია: 28 წლის ლა­შა კას­რა­ძეს საყ­რ­დენ ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლად ად­რეც უთა­მა­შია სხვა­დას­ხ­ვა გუნ­დის მა­ი­სუ­რით, აი, ნო­მი­ნა­ლუ­რი მარ­ცხე­ნა მცვე­ლის გი­ორ­გი ახა­ლა­ძის დაც­ვის ცენ­ტ­რ­ში გა­მო­ჩე­ნა კი მარ­თ­ლაც სი­ურ­პ­რი­ზი იყო!

ჰო­და, 20 წლის ახა­ლა­ძემ მწვრთნე­ლის ნდო­ბა 100 პრო­ცენ­ტით გა­ა­მარ­თ­ლა: თა­ვის უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბა­საც გა­არ­თ­ვა თა­ვი და, რაც მთა­ვა­რია, სწო­რედ მის ეფექ­ტურ დარ­ტყ­მას მოჰ­ყ­ვა მე­ო­რე გო­ლი სტუ­მარ­თა კარ­ში.

არა­ნაკ­ლე­ბი სი­ურ­პ­რი­ზი იყო, გუნ­დის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო ფეხ­ბურ­თე­ლის, ნი­კა სან­დო­ხა­ძის ნაც­ვ­ლად დაც­ვის ცენ­ტ­რ­ში გა­ბო­ნე­ლი ან­რი ნდონ­გის გა­მო­ჩე­ნა.

სხვა­თა შო­რის, 25 წლის ნდონ­გ­მა (გა­ბო­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი რომ გახ­ლავთ), სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ში სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა, ზე­მოთ ნახ­სე­ნებ­მა გი­ორ­გი ახა­ლა­ძემ კი სა­დე­ბი­უ­ტო გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

...ისევ ლე­გი­ო­ნე­რე­ბის თე­მას და­ვუბ­რუნ­დეთ: თუ არ ვცდე­ბით, ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა "სამ­ტ­რე­დი­ას" ძი­რი­თად­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად ოთხ­მა უცხო­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა იას­პა­რე­ზა. 25 წლის მარ­ცხე­ნა მცვე­ლი ბა­კა­რი ბალ­დე (გვი­ნეა-ბი­საუ) და 24 წლის ცენ­ტ­რ­ფორ­ვარ­დი ინ­ტერს გიი (კოტ დ"ივუარი) აშ­კა­რად "ხა­რის­ხი­ა­ნი" ლე­გი­ო­ნე­რე­ბი რომ არი­ან, მათ სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩებ­ში­ვე დავ­რ­წ­მუნ­დით.

აი, რაც შე­ე­ხე­ბა მა­იკლ ოლა­ი­ტანს (ნი­გე­რია), ეს 24 წლის შემ­ტე­ვი მხო­ლოდ მე­ო­რედ გა­მოჩ­ნ­და "სამ­ტ­რე­დი­ას" ძი­რი­თად­ში და ზე­დი­ზედ მე­ო­რედ შეძ­ლო გო­ლის გა­ტა­ნა. ეგ კი არა, მე­სა­მე გოლ­შიც ლო­მის წი­ლი და­ი­დო, რო­ცა 26 წლის ნი­კა სა­ბა­ნა­ძემ თა­ვი­სი მე-7 გო­ლი გა­ი­ტა­ნა და სა­ბო­ლოო შე­დე­გიც და­ა­ფიქ­სი­რა.

მშვი­დი ფი­ნი­ში
ამ სე­ზო­ნის დაწყე­ბის წინ, "ჩი­ხუ­რას" ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად მო­ვი­აზ­რებ­დით, თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ ბო­ლო წლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი ქარ­თუ­ლი გუნ­დი ეროვ­ნულ ლი­გა­ში მხო­ლოდ მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბით უნ­და დაკ­მა­ყო­ფილ­დეს.

ეგ კი არა, ზე­დი­ზედ სამ­მა მარ­ცხ­მა, საჩხე­რელ­თა გუნ­დის სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა მთლად კრი­ტი­კუ­ლი არა, მაგ­რამ, ცო­ტა "და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი" კი გა­ხა­და: "ჩი­ხუ­რას" 8 ქუ­ლა აშო­რებ­და პლეი აუტის ზო­ნას­თან. და აი, ამ ტურ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბით სო­სო ფრუ­ი­ძის გუნ­დ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ი­ნაღ­და კი­დეც მშვი­დი ფი­ნი­ში.

"შუ­ქუ­რა"-"ჩიხუ­რა" ისე­თი თა­მა­ში იყო, სა­მი­ვე შე­დე­გი ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ 95-ე წუ­თამ­დე არ იყო გო­ლი გა­სუ­ლი, ორი­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლებს მონ­დო­მე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ აკ­ლ­დათ. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ იმ მთა­ვარ მი­ზეზ­ზე, ეს მატ­ჩი უხ­ვ­გო­ლი­ა­ნი რომ არ გა­მოდ­გა: ერ­თიმე­ო­რე­ზე გა­მოც­დილ­მა მე­კა­რე­ებ­მა, 36 წლის გი­ორ­გი სომ­ხიშ­ვილ­მაც ("შუ­ქუ­რა") და 31 წლის ზუ­რაბ მწყე­რაშ­ვილ­მაც ("ჩი­ხუ­რა") არა­ერ­თხელ გა­­და­არ­ჩი­ნეს სა­კუ­თა­რი გუნ­დი.

..."შუ­ქუ­რა" ზე­დი­ზედ მეშ­ვი­დე მატ­ჩია, მო­გე­ბას ვერ ახერ­ხებს და ამი­ტო­მაც ვე­რაფ­რით ამო­სუ­ლა ბო­ლო ად­გი­ლი­დან. თუმ­ცა, გი­ორ­გი შა­ში­აშ­ვი­ლის და­მოძღ­ვ­რილ გუნდს ამის შან­სი კი­დევ დარ­ჩა: მომ­დევ­ნო ტურ­ში "შუ­ქუ­რა" ხომ თა­ვის უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენტს, "კოლ­ხეთს" უნ­და ეთა­მა­შოს!..

ორ­მა­გი ნავ­სი
ეროვ­ნუ­ლი ლი­გის კა­ლენ­და­რი ისეა შედ­გე­ნი­ლი, რომ "ლო­კო­მო­ტივს" ზე­დი­ზედ 2 "დე­და­ქა­ლა­ქუ­რი დერ­ბის" ჩა­ტა­რე­ბა უწევს. ჰო, ნამ­დ­ვი­ლად არ არის იოლი საქ­მე, რო­ცა ჯერ "დი­ნა­მოს­თან" ითა­მა­შებ და სა­მი­ო­დე დღის მე­რე კი - "სა­ბურ­თა­ლოს­თან"! მით უფ­რო, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ლო­კო­მო­ტივ­მა" წი­ნა სა­მი­ვე მატ­ჩი წა­ა­გო გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვი­ლის და­მოძღ­ვ­რილ "სა­ბურ­თა­ლოს­თან" და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნავ­სის გა­ტეხ­ვა­საც შე­ეც­დე­ბო­და, ისე­ვე, რო­გორც 27 წლის ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძე, რო­მელ­საც მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "სა­ბურ­თა­ლო­სა" და თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს­" გარ­და, ყვე­ლა გუნ­დის­თ­ვის ჰქონ­და გა­ტა­ნი­ლი...

მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ IV ად­გი­ლის­თ­ვის სწო­რედ ეს ორი გუნ­დი იბ­რ­ძ­ვის. ამ ტუ­რის წინ "ლო­კო­მო­ტი­ვი" მხო­ლოდ 2 ქუ­ლით უს­წ­რებ­და თა­ნა­ქა­ლა­ქელ მე­ტო­ქეს.

სა­ბო­ლო­ოდ კი, ცო­ტა არ იყოს, მშვი­დი დერ­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით - მე­ო­რე ტა­იმ­ზე ით­ქ­მის) ვი­ხი­ლეთ, სა­დაც "ლო­კო­მო­ტივ­მა", რო­გორც იქ­ნა, ნავ­სი გა­ტე­ხა და ამ სე­ზონ­ში პირ­ვე­ლად არ წა­ა­გო "სა­ბურ­თა­ლოს­თან", ისე­ვე, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ლი­გის ბომ­ბარ­დირ­მა სი­ხა­რუ­ლი­ძე­მაც, რო­მელ­მაც ზუს­ტად შე­ას­რუ­ლა პე­ნალ­ტი, 19 წლის ვა­ტო არ­ვე­ლა­ძის აქ­ტი­უ­რო­ბას რომ მოჰ­ყ­ვა...

მე­ო­რე ტა­იმ­ში მო­ე­დან­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ბევ­რი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, მხო­ლოდ ერთ ფაქტს გა­მოვ­ყოფთ: "ლო­კო­მო­ტი­ვის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეც­ვ­ლა­ზე შე­ვი­და გუნ­დის ახალ­წ­ვე­უ­ლი, 20 წლის ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი ნი­კო­ლოზ გაბ­რი­ჭი­ძე.

სხვა­თა შო­რის, ტრავ­მე­ბი­სა თუ დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო, "ლო­კო­მო­ტივს" 9 ფეხ­ბურ­თე­ლი აკ­ლ­და და ამის გა­მოც იყო, მას­პინ­ძელ­თა მწვრთნელ­მა გი­ორ­გი დევ­და­რი­ან­მა რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შეს პო­ზი­ცია რომ შე­უც­ვა­ლა.

მძი­მე გა­მარ­ჯ­ვე­ბა
ამ ტუ­რის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რა­ღა თქმა უნ­და, "კოლ­ხე­თის"...მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში დაბ­რუ­ნე­ბა იყო! ეტყო­ბა, ამ ფაქ­ტ­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი რო­ლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ 15-მატ­ჩი­ა­ნი მო­უ­გე­ბე­ლი სე­რი­ის მქო­ნე გუნ­დ­მა მარ­თ­ლაც მედ­გა­რი ბრძო­ლა გა­უ­მარ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთ ფა­ვო­რიტს. თუმ­ცა, ნურც იმას და­ვი­ვიწყებთ, რომ ბო­ლო "სა­ში­ნაო" მატ­ჩ­ში "კოლ­ხეთ­მა" კი­დევ ერთ ფა­ვო­რიტს, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" და­ა­კარ­გ­ვი­ნა ქუ­ლე­ბი.

გახ­სოვთ, ალ­ბათ, რომ XXVIII ტუ­რის ის მატ­ჩი ფრედ დას­რულ­და და ფო­თელ­თა გუნ­დის მე­კა­რემ კო­კა სე­ფი­აშ­ვილ­მა პე­ნალ­ტი აუღო სტუ­მარ­თა სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დირს ბე­ქა მი­ქელ­თა­ძეს.

"კოლ­ხე­თი" ამ­ჯერ­დაც ახ­ლოს იყო მო­რი­გი სენ­სა­ცი­უ­რი შე­დე­გი­სათ­ვის, მაგ­რამ მატ­ჩის დამ­თავ­რე­ბამ­დე 13 წუ­თით ად­რე, მას­პინ­ძელ­თა კარ­ში ამ­ჯე­რა­დაც და­ი­ნიშ­ნა პე­ნალ­ტი (სა­მარ­თ­ლი­ა­ნა­დაც), რო­მე­ლიც ჩი­ნე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლა ეროვ­ნუ­ლი ლი­გის სა­უ­კე­თე­სო პე­ნალ­ტის­ტმა გი­ორ­გი კუ­ხი­ა­ნი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 25 წლის გი­ორ­გი კუ­ხი­ა­ნი­ძემ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში უკ­ვე 6 პე­ნალ­ტი შე­ას­რუ­ლა და ექ­ვ­სი­ვე­ - ზუს­ტად! არა­და, ამ გო­ლამ­დეც და მას შემ­დე­გაც, "კოლ­ხეთს" ნამ­დ­ვი­ლად არ და­ე­წუ­ნე­ბო­და მონ­დო­მე­ბა და ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში ეს მონ­დო­მე­ბა და­უ­ფას­დათ ფო­თე­ლებს: 28 წლის გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძემ სა­ჯა­რი­მოს მი­სად­გო­მე­ბი­დან ზუს­ტად და­არ­ტყა და თით­ქ­მის შვიდ­თ­ვი­ა­ნი "მშრა­ლი" სე­რი­აც და­ას­რუ­ლა.

ასე­ვე გარ­კ­ვე­უ­ლი პა­უ­ზის მე­რე შეძ­ლო თა­ვის გა­მო­ჩე­ნა ამ მატ­ჩის პირ­ვე­ლი გო­ლის ავ­ტორ­მაც: სტუ­მარ­თა 25 წლის შემ­ტევს თორ­ნი­კე კა­პა­ნა­ძეს 30 ივ­ლი­სის მე­რე არ ჰქონ­და გო­ლი გა­ტა­ნი­ლი (ამის მი­ზე­ზი, ტრავ­მაც იყო).

...ასეა თუ ისე, "ტორ­პე­დომ" ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი 3 ქუ­ლა მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა, ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ კა­ხა ჩხე­ტი­ა­ნის გუნ­დ­მა ბო­ლო წუ­თე­ბი რიცხობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში ჩა­ა­ტა­რა: შეც­ვ­ლა­ზე შე­მო­სულ­მა ბე­ქა ტუ­ღუშ­მა 25-წუ­თი­ან მო­ნაკ­ვეთ­ში ორი ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო. სხვა­თა შო­რის, ამ ტუ­რამ­დე ერ­თა­დერ­თი გუნ­დი ეროვ­ნულ ლი­გა­ში მხო­ლოდ "ტორ­პე­დო" იყო, რომ­ლის ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც არც ერ­თი წი­თე­ლი ბა­რა­თი არ ჰქონ­დათ მი­ღე­ბუ­ლი.

..."კოლ­ხე­თის" მო­უ­გე­ბე­ლი სე­რია უკ­ვე 16 მატ­ჩამ­დე ავი­და. ეგ კი არა, ფო­თელ­თა გუნ­დის სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე, შვი­დის ნაც­ვ­ლად, მხო­ლოდ ოთხი ფეხ­ბურ­თე­ლი იჯ­და. თუმ­ცა, "კოლ­ხეთ­ში" მა­ტე­ბაც არის: მძი­მე ტრავ­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი თით­ქ­მის წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი­ა­ნი პა­უ­ზის მე­რე პირ­ვე­ლი მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა გუნ­დის ახალ­წ­ვე­ულ­მა, 22 წლის ცენ­ტ­რა­ლურ­მა მცველ­მა სან­დ­რო გუ­რე­ში­ძემ და საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რებ­ლა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

თო­თა­ძის ბე­ნე­ფი­სი
ტუ­რის დას­კ­ვ­ნი­თი მატ­ჩი, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა და ისე­ვე, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში ამ გუნ­დებს შო­რის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი წი­ნა სა­მი­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა, ამ­ჯე­რა­დაც ემო­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რა ვი­ხი­ლეთ.

"დი­ლა"-"დი­ნა­მოს" მატ­ჩ­ზე დე­ტა­ლუ­რად "ლე­ლოს" დღე­ვან­დელ ნო­მერ­ში­ვე წა­ი­კითხავთ. მხო­ლოდ იმას დავ­ძენთ, რომ ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტა­ი­მი ვნა­ხეთ, სა­დაც შეს­ვე­ნე­ბამ­დე მას­პინ­ძ­ლე­ბი დო­მი­ნი­რებ­დ­ნენ.

აი, მე­ო­რე ტა­იმ­ში კი, "დი­ლამ", რა­ტომ­ღაც, ან­გა­რი­შის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და­იწყო ფიქ­რი და ამის გა­მო და­ი­სა­ჯა კი­დეც. არა­და, არ­ბიტ­რის მი­ერ და­მა­ტე­ბუ­ლი დრო რომ და­იწყო, ტაბ­ლო­ზე, ერ­თი შე­ხედ­ვით ლო­გი­კუ­რი, სა­ყა­ი­მო ან­გა­რი­ში იყო, მაგ­რამ...

"დი­ნა­მოს" და­ახ­ლო­ე­ბით 35 მეტ­რი­დან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მით მო­ა­გე­ბი­ნა 29 წლის უნი­ვერ­სალ­მა მცველ­მა ლა­შა თო­თა­ძემ, ვინც წი­ნა ტურ­შიც "სტან­დარ­ტუ­ლი­დან" გა­ი­ტა­ნა გო­ლი ("ლო­კო­მო­ტი­ვის" კარ­ში), ისე­ვე, რო­გორც 24 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რი გო­ლი გა­მო­ვი­და და სა­ერ­თო­დაც, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში ის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლა­დაც მიგ­ვაჩ­ნია ეროვ­ნულ ლი­გა­ში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესეთი "ქომაგი" და ესეთი "დინამოფანს"-ი საერთოდ უნდა ჩამოაშორო ფეხბურთს. 10 000 კაციდან 9999 იტყვის რომ გორში უეჭველი პენალი იყო. 1 უბრალოდ იცოდინარი იქნება. აქ კიდევ 2 გამოჩნდა ერთბაშად. უფრო მეტი, გორელი მსაჯს უნდა გაეგდო. მაგრამ საქართველოში ოღონდ დინამოს აგინონ და თუ გინდა სულ კალაშნიკოვით დაუხოციათ ფეხბურთელები. ჰაერში ამხტარი კაცის წაქცევაზე რაგბში ეგრევე გაასიმბინებენ, ძალიან ხშირად აწითლებენ.
haha
11:35 21-10-2017
2
საქართველოს პირველობაზე ბევრად უკეთესი მსაჯობაა, ვინემ ევროპის ბევრი ქვეყნის ჩემპიონატებში. ყველას გვაქვს საშუალება ვუყუროთ ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებს, და ადვილად დავრწმუნდებით ამაში... სჯობს ფეხბურთელებზე ვიფიქროთ და არა მსაჯობაზე.
tngh
18:41 20-10-2017
6

სიახლეები პოპულარული