15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
აღარც კი მიჩნდება სურვილი ტორპედოს ჩემპიონობა მივულოცა. ვანდალებო ვინმეს გგონიათ რომ სტადიონს ვინმე თავის ჯიბიდან გააკეთებს? ასე რამ გაგიყინათ ტვინები? იმ ფულს ისევ ბიუჯეტიდან არ გამოყოფენ? ხვალ კი დედათქვენები და მამათქვენები სწორედ თქვენს გამო ნაკლებ პენსიას მიიღებენ. სწორედ თქვენ გამო არ დაიგება გზები და ისევ თქვენი დანგრეული მანქანები არ დაილეწება უარესად? ამ ქმედებით გგონიათ ვინმეს რამე დაუმტკიცეთ? მერე იძახეთ არავინ გვეხმარებაო, სანამ ასეთი სლიპინა ტვინები გვექნება არც არავინ დაგვეხმარება.
dadu
27 ნოემბერი 2017 02:05
1
100% მართალი ხარ ეგრე უნდა ფიქრობდეს ყველა არამატო სტადიონზე ყველგან როცა ქუჩაშია ან ავტობუსში ან ნებისმიერ ადგილზე
ქუთაისელი
27 ნოემბერი 2017 03:53
0
იმედია ვანდალები დაისჯებიან!
ქართველი
27 ნოემბერი 2017 00:55
1
ვულოცავ ტორპედოს ჩემპიონობას.მაგრამ მე პირადად დიდად არ მაინტერესებს რომელი გუნდი გახდება საქართველოს ჩემპიონი ყველას ვგულშემატკივრობ ევროთასებზე ,მთავარია იქ მიაღწიონ წარმატებას იქ ჩანს გუნდების რეალური ძალა და დონე სამწუხაროდ ფაქტია, რომ ბოლო 3 წელია ქართული გუნდები პირველივე წრეზე ეთიშებიან ტურნირს ყველა ერთად ზოგიერთ ძალიან სამარცხვინოთ სამწუხაროდ.
gio
27 ნოემბერი 2017 00:15
1
ვარ თბილისის დინამოს სტაჟიანი გულშემატკივარი, მაგრამ, შესაძლებელია, დინამოს არჩემპიონობამ ჭკუის სასწავლი აღმოჩნდეს ზოგიერთებისთვის. ფიფია, ერთი მხრივ, კარგ საქმეს აკეთებს, ძალიან ბევრი იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი აღიზარდა დინამოს აკადემიაში. მაგრამ შენ თუ ხარ კლუბის პრეზიდენტი, კლუბის პატრიოტიც უნდა იყო. საბოლოო ჯამში, კლუბის (კლუბების) სიძლერე ქართული ფეხბურთის სიძლიერესაც ხელს შეუწყობს, ხალხიც წავა სტადიონებზე, ფეხბურთი განვითარდება. ახლა რა გამოდის, რისთვის უნდა წავიდე სტადიონზე და ვიგულშემატკივრო გუნდს, თუ მეცოდინება, რომ ყველა კარგი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს დატოვებს ამ კლუბს (ბოლო 2 წელიწადში დინამოდან წასული ფეხბურთელებისაგან შეიძლება შედგეს ერთი კარგი გუნდი). თუ ფეხბურთელების გაყიდვაზეა საქმე, არ უნდა ვიჩქაროთ. წარმოიდგინეთ, რომ ყველა ეს ფეხბურთელი დარჩა გუნდში და ეს გუნდი გავიდა ევროპაზე. იქ გამოჩნდებოდა ვინ რას წარმოადგენს და საუკეთესოებს მიიწვევდნენ კარგ ევროპულ კლუბებში. ამით კლუბიც დარჩება მოგებული, ფეხბურთელიც და ნაკრრებიც.
Gura
27 ნოემბერი 2017 00:09
1
dinamo da torpedo orive farchaki gundebia))) ra azri aakvs vin gava pirvelze an meoreze, mainz sakartvelos saxels shearzxvenen evropul asparezze.
qomagi
26 ნოემბერი 2017 23:21
2
ვულოცავთ "ტორპედოს"!!!!! ღირსეულად მოიგეს. ის დაუმსახურებელი პენალტი რომ გასულიყო სამართლიანი იქნებოდა? ჰოდა იცოდეთ ღმერთი დიდია.
gori 2
26 ნოემბერი 2017 23:17
7
ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის ტორპედო საქართველოს ჩემპიონი გახადა.
ოთარ კიტეიშვილმა ქუთაისის მეკარეს ბურთი ფეხებში შეგნებულად დაუმიზნა ბოლო წუთებზე ჩემპიონობა არ მინდაო.
მამუკა
26 ნოემბერი 2017 23:15
13
ჰო აბა რაა კიტეიშვილი და კვასხვაძე თურმე მთელი კვირა ვარჯიშობდნენ ასეთი რამე რომ გაეკეთებინათ, მიდი აბა მართლა 10-ჯერ დაარტყი და გადამხტარ მეკაარეს ფეხზე ბურთს თუ მოარტყამ შენ იქნები სუპერი :))))))
მამუკა-ს
27 ნოემბერი 2017 11:42
1
10-ჯერ დაარტყი და რამდენს მოარტყამ გვანახე აბა, რა უაზრობაა
givi
27 ნოემბერი 2017 00:49
5
ვულოცავ ტორპედოს!!! სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ თქვენი.ხულიგანო ფანებო გახსოვთ როგორ ლანძღავდით ჩხეტიანს? არ გესმით თქვენ ფეხბურთი და არც გულშემატკივრობა იცით
gia
26 ნოემბერი 2017 22:34
2
სულ არ მაინტერესებს ამათი ვითომ ჩემპიონობა ევროპაზედ არ განადგურდნენ მთავარია ილუზიები დამღუპველია! მე ყოველთვის ვუგულშემატკივრწებ მაგრამ აღარ მინდა ერთუი და იგივე რა გახდება ერთი წრე რომ გაიაროს ჩვენმა გუნდმა! ვინც არ მეთანხმება თქვას! ისე იქ თუ პენალთი არ იყო!
გენო
26 ნოემბერი 2017 22:05
9
ტორპედოს მოხუცებმა უმძიმეს ბრძოლაში დამსახურებულად მოუგეს პირტიტველა დინამოელი ბიჭების გუნდს - ეს ფაქტია.

გილოცავთ ტორპედოს ფეხბურთელებო ამ სანატრელ ჩემპიონობას 15 წლიანი პაუზის შემდეგ.

იმედია რომ ჩემპიონთა ლიგაზე თუნდაც ერთ ეტაპს გაივლით.

ამ მატჩმა აჩვენა რომ ჩემპიონატის სამივე პრიზიორი ერთი დონისააა, მაგრამ ყველაზე საიმედო და ბრძოლისუნარიანი გუნდი მაინც სამტრედიას ჰყავს, თუკი არ დაშალეს ეს შემადგენლობა.

ველოდებით თასის ფინალს.

იმედია რომ იქაც ღირსეული გაიმარჯვებს.
ანტიფეხბურთი
26 ნოემბერი 2017 21:58
3
ბოღმიანი არ უნდა იყო ადამიანი
ada
27 ნოემბერი 2017 09:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული