15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
მართლა ჯუნგლები და ცხოველები არიან სამარცხვინო საქციელი იყო რაც ეგრედწოდებულმა ჯუნგლებმა ჩაიდინეს შეიძლება არბიტრის გადაწყვეტილება არ მოგეწონოს, მაგრამ შენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენახე სკაებუს მტვრევა ეს სამარცხვინოა
: ))
26 ნოემბერი 2017 19:48
14
ვადაჭკორიას მოგონილი თერთმეტმეტრიანით ვეგარ აჩუქეს დინამოს ჩემპიონობა..
კოვტალიუკმა მანამ თავად რომ წააქცია ხურცილავა ალბათ მაშინ გვერდზე იხედებიდა მსაჯი...
ფორცა ზესტაფონი....
Obieqturi
26 ნოემბერი 2017 19:48
3
მომისმინე ბიჭო, ის იყო სუფთა პენალტი,რა ვერ დაინახე რო ფეხი გამოარტყა
lllll
26 ნოემბერი 2017 20:52
7
ვულოცავ ტორპედოს დამსახურებულ ჩემპიონობას. ტორპედომ ქართული ფეხბურთი სირცხვილისგან იხსნა და ფიფიას ქარვასლას გამოსტაცა ჩემპიონობა. სირცხვილისგან იმიტომ რომ დინამოს რომელსაც ყველა პირობა აქვს, მაღალი დონის სტადიონი, სუპერ ბაზა და სუპერ აკადემია არ შეიძლება ასე უსური იყოს. წესით დინამოს ჩემპიონობა ოქტობრის დასაწყისშივე უნდა გაენაღდებინა. 2011 წლიდან დღემდე დინამო ყოველ წელს უფრო სუსტია წინა წელთან შედარებით და დღემდე ფიფია მხოლოდ ფეხბურთელებით ვაჭრობს და ფიფიას ქარვასლა ჩემპიონი არ უნდა ხდებოდეს. მსაჯობა იდეალური იყო თამაშგარე სწორად დააფიქსირა და პენალტიც იყო (ყოველ შემთხვევაში იმ 2-ე არხზე იმ კამერით პენალტს გავდა). ქუთაისელებს ვუსურვებ რომ უზრდელობა და გულშემატკივრობა ერთმანეთში არ აერიოთ და ნუ იქცევიან სტადიონებზე ტყიდან გამოვარდნილი ველურებივით. ეს არაა პირველი შემთხვევა რომ ქუთაისელები ცუდ კვალს ტოვებენ სტადიონებზე.
დათო
26 ნოემბერი 2017 19:46
5
ჩაჩავას საერთოდ რა უნდა იქ?
gia
26 ნოემბერი 2017 19:40
2
ქუთაისელებო ცოტა გამოფხიზლდით რა :) ზრდილობა,კულტურა და მოქცევა ისწავლეთ!!! სტადიონების მტვრევა და გინება ნუ გადააქციეთ თქვენს სახედ.. მუდამ იყო ქუთაისი კულტურული ქალაქი და ბევრი დიდი კაცი გაზრდილა მანდ.. რა დაგემართათ რამ დაგაბეჩავათ?! თქვენ არ ხართ? ვიღაც კონკრეტულია? თქვენს რეპუტაციას ვინც არცხვენს და აკნინებს მოსთხოვეთ პასუხი ან აუხსენით რომ ამით ზარალდებით.. მაგრამ სწორედ ესაა დამღუპველი, რომ ამხსნელი და მიმთითებელი აღარ დარჩა ქუთაისში..
ნეიტრალური ქომაგი
26 ნოემბერი 2017 19:37
10
ქუთაისური ზრდილობა და სიდარბაისლე აღარ გამაგონოთ თუ ძმა ხარ. გამოჩნდა როგორც ფეხბურთელებისგან, ისე ფანებისგან და აქ მოკაკუნე კომენტატორებისგან.
odala
27 ნოემბერი 2017 04:30
2
პირველ რიგში 'ქუთაისელობა' და ქცევის კულტურა ფეხბურთელებს უნდა მოსთხოვო. ხომ იცოდნენ რომ 100%-იანი პენალტი იყო, რაღატომ შედგნენ მსაჯს და გააგიჟეს გულშემატკივარიც??? ეგენი რომ მოქცეულიყვნენ ზრდილობიანად, არც ფანებს აიყოლიებდნენ. მსაჯს რომ ტორპედოს ჩაძირვა ნდომოდა, მანამდე დანიშნავდა და არა ბოლო წამზე. ფეხბურთელები არიან რომ გაზიზღებენ მაგ სპორტს თავისი საქციელით. მსაჯს რომ შედგები 5 კაცი, უკვე ლაჩარი ხარ!!
odala
27 ნოემბერი 2017 04:26
1
ყველა გამოხმაურება
ვულოცავ ქუთაისს და ქუთაისელებს ჩემპიონობას. ცუდი საქციელი იყო რათქმაუნდა სკამების დამტვრევა და მაგას გამართლება არააქვს, უბრალოდ მსაჯმაც დიდი წვლილი შეიტანა თავისი არასწორი გადაწყვეტილებით , და იმათ გასაგონად ვისააც ძაან გაუკვირდა სკამების მტვრევა სტადიონზე თბილისის დინამოს გულშემატკივრებისგან ისწავლეს ალბათ, იმიტო რო იგივე გააკეთეს ზუსტად დინამოს გულშემატკივრებმა ზუსტად რამოდენიმე წლის წინ ქუთაისის სტადიონზე. წარმატებები ყველა ქართულ გუნდს ევროპულ სარბიელზე, და ვუგულშემატკივროთ ქართველებო ერთმანეთს. ნუ დახოცავთ და ნუ აგინებთ ერთმანეთს.
საქართველო
26 ნოემბერი 2017 19:36
5
დინამოს რომ მოეგო ტოტალიზატორი არ იქნებოდა ხო?
კახაბერი
26 ნოემბერი 2017 19:34
3
თამაშის ვიდეოს როდის დადებთ?
გიორგი
26 ნოემბერი 2017 19:30
0
თამაში შეგიძლიათ გადაახვიოთ imovies.ge აირჩიეთ ტელევიზიები , შემდეგ 2 არხი და დარწმუნდით რომ პენალი იყო
ALONZO
26 ნოემბერი 2017 20:02
7
დღესვე გააგდეთ კიტეიშვილი დინამოდან"!
გივი
26 ნოემბერი 2017 19:27
20
არ ხარ სამართლიანი. შეცდომა ყველას მოსდის. ისრ მაშინ ვერც ერთ გუნდს ვერ მოუგია.
ana
27 ნოემბერი 2017 09:15
0
nagli totalizatori qvia amas
euhh
26 ნოემბერი 2017 19:08
9
ნაგლი? ფიფიას მსაჯი რომ დებს 94 წუთზე პენალს თანაც უაზრო პენალს, როდესაც იქით ჯარიმდებოდა დინამოელი, ნამდვილად ნაგლი ტოტალიზატორია, უბრალოდ გაუსხა ფიფიას საგვარეულოიანად და მთელ დინამოს ფანობასჩაგე**ათ ოცნებებში.
dddddd
26 ნოემბერი 2017 19:26
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული