15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს ქუთაისის "ტორპედომ" თბილისში "დინამო" დაამარცხა 1:0 და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

პირველი ტაიმი ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, მაგრამ გუნდები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტის შექმნას.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, "დინამომ" კი აქცენტი დაცვაზე გააკეთა. "ტორპედომ" თბილისელთა გატეხვა 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის თავურით შეძლო.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე "დინამომ" რამდენიმეფაზიანი შეტევა დაიწყო, ჯერ შულაიას დარტყმული მოიგერია როინ კვასხვაძემ, შემდეგ კოვტალიუკი საჯარიმოში წააქციეს, ხოლო კიტეიშვილის დარტყმული პენალტი ქუთაისელთა კიპერმა მოიგერია.

საბოლოოდ მატჩი ქუთაისელებმა 1:0 მოიგეს და 15 წლის შემდეგ საქართველოს
ჩემპიონები გახდნენ.

შემადგენლობები:

თბილისის "დინამო": 1. სერგი ლიტოვჩენკო 5. ლევან გეგეჭკორი 8. ოთარ კიტეიშვილი C 9. ბექა მიქელთაძე 11. აკაკი შულაია 15. ლაშა ქოჩლაძე (ზურიკო დავითაშვილი 71') 20. ლაშა სალუქვაძე 24. დავით კობოური 27. გიორგი კუცია (მიკოლა კოვტალიუკი 87') 31. ბექა ქავთარაძე 35. გიორგი გადრანი

ქუთაისის "ტორპედო": 89. როინ კვასხვაძე C 2. ვაჟა ტაბატაძე 5. დავით ხურცილავა 9. თორნიკე კაპანაძე 10. გიორგი კუხიანიძე 11. გუგა ფალავანდიშვილი (ოლეგ მამასახლისი 85') 17. გიორგი გურული 19. ლევან კუტალია 22. გრიგოლ დოლიძე (ვლადიმერ კორობკა 74') 23. გიორგი ქიმაძე 77. მერაბ გიგაური (ბექა ტუღუში 63')


მკითხველის კომენტარები / 87 /
ქუთაისელებო ცოტა გამოფხიზლდით რა :) ზრდილობა,კულტურა და მოქცევა ისწავლეთ!!! სტადიონების მტვრევა და გინება ნუ გადააქციეთ თქვენს სახედ.. მუდამ იყო ქუთაისი კულტურული ქალაქი და ბევრი დიდი კაცი გაზრდილა მანდ.. რა დაგემართათ რამ დაგაბეჩავათ?! თქვენ არ ხართ? ვიღაც კონკრეტულია? თქვენს რეპუტაციას ვინც არცხვენს და აკნინებს მოსთხოვეთ პასუხი ან აუხსენით რომ ამით ზარალდებით.. მაგრამ სწორედ ესაა დამღუპველი, რომ ამხსნელი და მიმთითებელი აღარ დარჩა ქუთაისში..
ნეიტრალური ქომაგი
26 ნოემბერი 2017 19:37
10
მე ვიყაი სტადიონზე, ტორპედოს ფანების ადგილას. უფროსი გულშემატკივრები, ფან-კლუბის ხელმძღვანელები მოვუწოდებდით რომ არ ესროლათ სკამები, მაგრამ ამაოდ. არ შეიძლება მასე, ძალიან საშიშია, წვეტიანია და შეიძლება ვინმე მოკლა! ნუ გავაუფერულებთ ამ ლამაზ გამარჯვებას..
ქუთაისელი
26 ნოემბერი 2017 20:10
1
წადი რა ძმაო საქმე ნახე სულში ჩაგვაფურხეს და სკამის დამრევის ატანაც არგინდათ??????უკეთესი იქნება იმაზე თუ ამოიხებ ხმას რასაც დინამო თავის მსაჯებიანათ ჩადიან,,,,, მოიქცენ წესიერათ და არც სკამები დატყდება,,,,,,და კიდე ქუთაის ზდილობას და მოქცევას შენ ვერ ასწავლი და თუნდაც ვერ ურჩევ ასე რო ნუ ახიზიანებ აქ ხალხს
qutaiseli
26 ნოემბერი 2017 20:11
12
ყველა გამოხმაურება
გილოცავტ ქუტატურებო გორიდან
liverpuli barselonas supermarketi.
26 ნოემბერი 2017 20:19
3
ქუთაისმა დამსახურებულად მოიგო და გახდა ჩემპიონი. სირცხვილი მსაჯებს!ვადაჩკორია უნამუსო მსაჯია! კობიაშვილი ცოდოა ამდენი უნამუსო ფეხბურთში მოღვაწე ხალხის ხელში!
Dragonfly
26 ნოემბერი 2017 20:18
9
ვადაჩკორია მანამდე ჯარიმა არ იყო, თუ არ დაინახე?
გიორგი
26 ნოემბერი 2017 21:16
2
ვულოცავ ტორპედოს დამსახურებულ ჩემპიონობას. ტორპედომ ქართული ფეხბურთი სირცხვილისგან იხსნა და ფიფიას ქარვასლას გამოსტაცა ჩემპიონობა. სირცხვილისგან იმიტომ რომ დინამოს რომელსაც ყველა პირობა აქვს, მაღალი დონის სტადიონი, სუპერ ბაზა და სუპერ აკადემია არ შეიძლება ასე უსური იყოს. წესით დინამოს ჩემპიონობა ოქტობრის დასაწყისშივე უნდა გაენაღდებინა. 2011 წლიდან დღემდე დინამო ყოველ წელს უფრო სუსტია წინა წელთან შედარებით და დღემდე ფიფია მხოლოდ ფეხბურთელებით ვაჭრობს და ფიფიას ქარვასლა ჩემპიონი არ უნდა ხდებოდეს. მსაჯობა იდეალური იყო თამაშგარე სწორად დააფიქსირა და პენალტიც იყო (ყოველ შემთხვევაში იმ 2-ე არხზე იმ კამერით პენალტს გავდა). ქუთაისელებს ვუსურვებ რომ უზრდელობა და გულშემატკივრობა ერთმანეთში არ აერიოთ და ნუ იქცევიან სტადიონებზე ტყიდან გამოვარდნილი ველურებივით. ეს არაა პირველი შემთხვევა რომ ქუთაისელები ცუდ კვალს ტოვებენ სტადიონებზე.
დათო
26 ნოემბერი 2017 19:46
5
ვულოცავ ტორპედოს და ქუთაისს გამარჯვებას, რაც შეეხება დინამოს,ბრავო ფიფია, უხელფასო და უფულო ტორპედომ დაგამარცხა,აი თქვენი წარმატებული სატრანსფეო პოლიტიკა, ბრავო ქუთაისს..
Chaachi
26 ნოემბერი 2017 20:14
1
მართლა ჯუნგლები და ცხოველები არიან სამარცხვინო საქციელი იყო რაც ეგრედწოდებულმა ჯუნგლებმა ჩაიდინეს შეიძლება არბიტრის გადაწყვეტილება არ მოგეწონოს, მაგრამ შენი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო არენახე სკაებუს მტვრევა ეს სამარცხვინოა
: ))
26 ნოემბერი 2017 19:48
14
სამარცხვინო ფიფია, ჩაკვეტაძე რისტვის გაუშვი 5 ცუტი არ უტამაშია ბელგიაში, ზოგი ირანში, ზოგი უნგრეთში, სამარცხვინო ადამიანი და პულის მონა
lolo
26 ნოემბერი 2017 20:11
2
აღარც კი მიჩნდება სურვილი ტორპედოს ჩემპიონობა მივულოცა. ვანდალებო ვინმეს გგონიათ რომ სტადიონს ვინმე თავის ჯიბიდან გააკეთებს? ასე რამ გაგიყინათ ტვინები? იმ ფულს ისევ ბიუჯეტიდან არ გამოყოფენ? ხვალ კი დედათქვენები და მამათქვენები სწორედ თქვენს გამო ნაკლებ პენსიას მიიღებენ. სწორედ თქვენ გამო არ დაიგება გზები და ისევ თქვენი დანგრეული მანქანები არ დაილეწება უარესად? ამ ქმედებით გგონიათ ვინმეს რამე დაუმტკიცეთ? მერე იძახეთ არავინ გვეხმარებაო, სანამ ასეთი სლიპინა ტვინები გვექნება არც არავინ დაგვეხმარება.
dadu
27 ნოემბერი 2017 02:05
1
100% მართალი ხარ ეგრე უნდა ფიქრობდეს ყველა არამატო სტადიონზე ყველგან როცა ქუჩაშია ან ავტობუსში ან ნებისმიერ ადგილზე
ქუთაისელი
27 ნოემბერი 2017 03:53
0
ვადაჭკორიას მოგონილი თერთმეტმეტრიანით ვეგარ აჩუქეს დინამოს ჩემპიონობა..
კოვტალიუკმა მანამ თავად რომ წააქცია ხურცილავა ალბათ მაშინ გვერდზე იხედებიდა მსაჯი...
ფორცა ზესტაფონი....
Obieqturi
26 ნოემბერი 2017 19:48
3
მომისმინე ბიჭო, ის იყო სუფთა პენალტი,რა ვერ დაინახე რო ფეხი გამოარტყა
lllll
26 ნოემბერი 2017 20:52
7
ვულოცავ ტორპედოს!!! სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ თქვენი.ხულიგანო ფანებო გახსოვთ როგორ ლანძღავდით ჩხეტიანს? არ გესმით თქვენ ფეხბურთი და არც გულშემატკივრობა იცით
gia
26 ნოემბერი 2017 22:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული