დაწვით აქაურობა, ამათი *** - ქუთაისელი ფანების აგრესია და გინება "ტორპედოს" გაჩემპიონების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელსაც ჩემპიონი უნდა გამოევლინა, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ქუთაისელი გულშემატკივრები.

ქუთაისელმა ფანებმა "დინამო არენაზე" სკამები დააზიანეს და სტადიონისკენ ისროლეს, ხოლო ვიდეოს ავტორი "იქაურობის" დაწვისკენ მოუწოდებს ფანებს.

გაფრთხილებთ, ვიდეოში ისმის გინება და არანორმატიული ლექსიკა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 111 /
ესა ქაუთაისელობა??????თუ ეს ქუთაისელობაა გრცხვენოდეთ,მე იმედი მაქვს რომ ესეთი ქუთაისელები ძალიან ცოტანი ხართ.
გიორგი777
27 ნოემბერი 2017 14:55
0
ადრეც დამიწერია და გავიმეორებ–სანამ დიდი უბედურება არ მომხდარა ამ ბავშვებს მიხედვა უნდა,პირველ რიგში გუნდი,ფეხბურთელები,ხელმძღვანელობა უნდა შეხვდეს მათ და აუხსნას ის რაც ასახსნელია.ამ საქმეში აუცილებლათ უნდა ჩაერთონ ქალაქის პატივცემული ადამიანები,კოლორიტები და შეაგნებინონ ამ ბავშვებს რომ მათ საქციელს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ჯანსაღ გულშემატკივრობასთან. იმოქმედეთ სანამ გვიან არ არის
დავითი
27 ნოემბერი 2017 14:49
0
ვაი საქარველოვ, საით მიდიხარ((?!როგორთ ძულს ამ ხალხს თავისი დედაქალაქი, კი ტრენდია რამდენიმე ქვეყნებში სიძულვილი დედაქალაქისა,, მაგრამ ქართველებს არ ეკადრება ასეთი რამ! დაე ეს ყველეფერი სამოქალაქო ომის, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ასეთი თაობის მოვლენა ტრაგედიაა!
როცა რუსები შემოვიდნენ , მაშინ უნდა გეყვირათ და დაგენგრათ ისინი და არა ეხლა , ბარბაროსული საქციელით სტადიონი!! შენისთანა არ უნდა იყოს ქართველი!! ცივილიზაციის მაიმუნის მოქმედებაა ეს!!!
Geo
27 ნოემბერი 2017 13:40
0
სირცხვილი, რა ჩემპიონობა რის ჩემპიონობა როგორ შეიძლება მასეთი სიტყვების რახარუხი მე არ ვარ თბილისელი მაგრამ რატო იგინები რატო ამტვრევ სკამებს,
Nodo
27 ნოემბერი 2017 11:52
2
თფუი... აი რისი ღირსია ეს ხალხი. გული მერევა ამათი შემხედვარე. სტადიონს რას ერჩი.მესმის გუნდებს შორის შუღლის,მაგრამ სტადიონი...
ტიმო
27 ნოემბერი 2017 13:42
0
როგორც ნეიტრალური გულშემატკივარი სამარცხვინოდ მიმაცნია ასეთი საქციელი. როგორც ქართველი მე პირადად მრცხვენია ქუთაისიც ჩემია და თბილისიც, ქუთაისელებიც და თბილისელებიც... არ ვართ 21 საუკუნის ღირსები 12 საუკუნეს არ უნდა გავცდეთ ჩვენ!!!
rustavi
27 ნოემბერი 2017 21:09
4
საქართველოში ყველაზე მოწესრიგებული, ობიექტური და საუკეთესო გულშემატკივრები რუსთავში არიან!!! ეს კომენტარიც ამის დასტურია...
tngh
28 ნოემბერი 2017 12:43
2
კი მაგრამ მოუგიატ და რაღარ უნდატ?
ახლა ის უნდატ რომ უნდა დისკვალიფიკაცია მისცენ ამატტ და ჩამოარტვან ტიტული!!


ეს ვინაა ეს სლე დაცვიტ აქაურობბაო!!!
აი ეგ ციხიდან არ უნდ აგამოყშვი 10 ატასიანი ჯარიმაც!
ps
27 ნოემბერი 2017 17:37
2
რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო თამაში მსგავსი ინციდენტი მოსალოდნელი იყო ამ თახსირი "გულშემატკივრებისაგან" და მით უფრო გასაკვირია, რომ სამართალდამცველები სტადიონზე არ იყვნენ და ან იმდენად მცირე რაოდენობით იყვნენ, რომ გამოჩენაც ვერ გაბედეს. დიდი ძიება არ სჭირდება ამ ვანდალების პიროვნების დადგენას და დარწმუნებული ვარ თავს არც აქ შეიწუხებენ. ერთსაც დავამატებდი. სად არიან დიდი დინამოს წარმოშობით ქუთაისელი ვეტერანი ფეხბურთელები. ნუთუ ერთმა მაინც არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი ამ(და არა მარტო) ფაქტის შესახებ.ვერ ხვდებით თქვენც რომ გარცხვენენ მსგავსი არაკაცები?
emigranti
27 ნოემბერი 2017 14:59
0
პირველ რიგში, როგორც თბილისის დინამოს სტაჟიანი გულშემატკივარი ვულოცავ ტორპედოს და მთელ ქუთაისს ჩემპიონობას!!! რაც შეეხება ამ უმსგავსობას, რა შუაშია აქ ქუთაისი და ქუთაისლები? ნაძირალების და ხულიგნების ჯგუფი აწყობს აურზაურს, ამტვრევს და აფუჭებს, გინდ ქუთაისელი იყოს და გინდა ლოს ანჯელესელი, პოლიცია აღარ არსებობს ამ ქვეყანაში, თუ საერთოდ დაიკიდეს ყველამ ყველაფერი ???? ასეთი არაკაცების გამო ქუთაისი კი არ უნდა გაილანძღოს, არამედ ის "სამართალ" დამცველები და მათი უფროსობა, რომლებიც ასეთ არამზადებს ყველეფარის უფლებას აძლევენ..
ქართველი ადამიანი
27 ნოემბერი 2017 16:29
2
ძალადობისაკენ მოწოდება რამდენადაც ვიცი სისხლის სამართლის დანაშაულია და კანონით ისჯება.
სოსო
27 ნოემბერი 2017 17:32
0
ნორმლაური ქვეყანაში ამ დროს ზუსტდა მაგატ გუნდს დისკვალიფიკაციას აზლევენ , წესია ეს, მეორედ არარ იზამენ ასეტს
yes
27 ნოემბერი 2017 17:38
0
ხო ჩანს ამ ვიდეოში ვინ არიან? დაიჭირეთ და მიეცით ისეთი ჯარიმა რო მთელი ცხოვრება იძახოს ეს რა მძ ... ვჭამეთო
emre
27 ნოემბერი 2017 14:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული