თბილისის "დინამომ" გიორგი ივანიშვილი დაიმატა

AutoSharing Option
გიორგი ივანიშვილი მომდევნო სეზონიდან თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავს.

28 წლის შემტევმა დედაქალაქურ კლუბთან ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ივანიშვილი, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში საჩხერის "ჩიხურას" ღირსებას იცავდა.

მას ასევე "ცხინვალშიც" უთამაშია, სადაც მისი დამრიგებელი, "დინამოს" ახლანდელი თავკავი კახი კაჭარავა იყო.

ივანიშვილი ასევე შვეიცარიის კლუბებში, "ვოლენში", "შაფხაუზენში" და "ბელინცონაში" გამოდიოდა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული