ვინ მოდის "რუსთავში" - გაიცანით ვლადიმერ გაზაევი

AutoSharing Option
ფეხბურთი რომ უფრო მეტია, ვიდრე გაზაევი, ეს ალბათ ყველამ კარგად იცით. სულ მალე კი საქართველოში სწორედ იმ გაზაევის შვილი ჩამოვა, რომელსაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ჯოტია ცაავა" ახსენებს.

ვინ არის ვლადიმერ გაზაევი და რა ინფორმაციას ვფლობთ მის შესახებ?

ვლადიმერ ვალერის ძე გაზაევი 1980 წლის 1-ელ ივლისს, ვლადიკავკაზში დაიბადა. ის ცნობილი რუსი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, ვალერი გაზაევის შვილია.

პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვლადიმერის საფეხბურთო კარიერა არ შედგა და მან მამის წარმატების ნახევარსაც ვერ მიაღწია. მას კარიერის განმავლობაში მხოლოდ ვლადიკავკაზის "ალანიაში" აქვს ნათამაშები,
ისიც 2 წლით. ის პოზიციით ფორვარდი იყო და 1997 წელს "ალანიას" პირველი გუნდის ღირსებას იცავდა, 1998 წლიდან კი მე-2 გუნდში გადაიყვანეს.

საინტერესოა, რომ ამ დროს ვლადიკავკაზური გუნდის დამრიგებელი მამამისი, ვალერი გაზაევი იყო.

ვლადიმერი ფეხბურთს კარიერის დასრულებიდან 11 წლის შემდეგ, უკვე მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა და მუშაობა კვლავ "ალანიაში" დაიწყო. 2009 წელს ის ვალერი პეტრაკოვის თანაშემწედ იწყებს მუშაობას, რის შემდეგაც, 2010 წელს რუმინელი მწვრთნელის, მირჩი რედნიკის თანაშემწე ხდება.

2010 წელს "ალანიამ" რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის უფლება მოიპოვა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ შევჩუკი დაინიშნა, ხოლო გაზაევმა მწვრთნელთა შტაბში თავისი ადგილი შეინარჩუნა. კლუბმა ვერ შეძლო ადგილის შენარჩუნება უმაღლეს დივიზიონში და პირველ ლიგაში გავარდა.

2011 წელს, მას შემდეგ, რაც "ალანიას" პრეზიდენტად მამამისი ვალერი გაზაევი დაინიშნა, იგი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

მის სამწვრთნელო შტაბში შედიან: ნიკოლაი ლატიში, ანდრეი აფანისიევი, ალექსანდ იანოვსკი და ვლადიმერ შევჩუკი. პირველ სეზონში მან გუნდი რუსეთის თასის ფინალში გაიყვანა და პრემიერლიგაში დააწინაურა.

2012 წლის 14 ნოემბერს, ვლადიმერი მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და  ამავე კლუბში სელექციონერად იწყებს მუშაობას, "ალანიას" მთავარი მწვრთნელი კი მამამისი ხდება.

12 დეკემბერს ის მწვრთნელის პრო-ლიცენზიას იღებს, რის შემდეგაც, 2013 წლის 10 ივლისს, ისევ ვლადიკავკაზური გუნდის მთავარ მწვრთნელად ინიშნება.

2014 წლის 10 თებერვალს, "ალანიამ" ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა. ამის შემდეგ ვლადიმერ გაზაევი ყაზახური კლუბის, "აქტობეს" მწვრთნელი ხდება. 2015 წლის ივლისში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ, იგი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

სამწვრთნელო მიღწევები:

  • რუსეთის თასის ფინალისტი, რუსეთის მე-2 ლიგის გამარჯვებული. ყაზახეთის თასის ფინალისტი, ყაზახეთის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი

ვალერი გაზაევი ამჟამად 37 წლისაა და წესით, 20 იანვარს, "რუსთავის" ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად უნდა გახდეს, სადაც ვარლამ კილასონიას ჩაანაცვლებს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
რა კრიტერიუმებით ირჩევთ და ნიშნავთ მწვრთნელებს?
რითი ჯობია ახლა გაზაევი კილაონიას: საფეხბურთო გამოცდილებით,საფეხბურთო მიღწევებით,სამწვრთნელო მიღწევებით,თანამედროვე საფეხბურთო ხედვებით,მენტალიტეტით,თუ მსოფლმხედველიბით?
ზაზა
16:36 19-01-2018
0
რატომღაც მგონია ამას ისევ კილასა ჯობდა მთავარ მწვრთნელად
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული