თორნიკე მუზაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს

AutoSharing Option
ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე მუზაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" 2021 წლის ბოლომდე ითამაშებს.

ამპლუით თავდამსხმელ თორნიკე მუზაშვილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი გახლავთ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი.

მისი დებიუტი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2015/16 წლების სეზონში "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩში შედგა, საქართველოს ეროვნულ ლიგაში კი თავისი სადებიუტო შეხვედრა თორნიკე მუზაშვილმა გასულ სეზონში - ქობულეთის "შუქურას" წინააღმდეგ ჩაატარა.

წყარო: witgeorgia.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული