"სამტრედია"-"კოლხეთის" დასრულების შემდეგ მოედანზე ჩხუბი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "კოლხეთმა" სამტრედია" 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ კი მოედანზე ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც კი შეხვედრა დასრულდა, ფეხბურთელებს შორის ერთმანეთთან დამშვიდობების მომენტში გიორგი კახელიშვილმა ანრი ნდონგს თავზე ოდნავ წამოარტყა, რასაც გაბონელი მცველისგან რამდენიმე ძლიერი დარტყმა მოჰყვა.

არეულობაში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ და ბოლოს მოედანზე გულშემატკივრებიც შემოიჭრნენ.


მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩაიხია, წამოიცვა, დაიხია. რა ლექსიკაა, რა ზრდილობა. ჩვენც ახლა ინგლისი არ ვიყოთ ან იტალია, რომ დიდი კონკურენციის გამო ყალიბდებოდეს ასეთი ტიპის აგრესიული მეტოქეობა. ერთი ბატესნაირი გუნდი მაინც მოგვცა და გინდ რუსთავის იყოს და გინდ გარდაბნის... კარგით რა. თანაც თუ 90-იანები გახსოვს, პატარა ბიჭი არ უნდა იყო შე დალოცვილო
ლევანი
01 აპრილი 2018 23:01
6
35 წლის ვარ და რა პრობლემაა? :) ეგ სიტყვა "ჩაიხია" შეგნებულად ვიხმარე და ვფიქრობ ემოციურად ზუსტად შეესატყვისება ფეხბურთს, მაგრამ მაინც და ნაინც პირდაპირი მნიშვნელობით ხომ არ უნდა გავიგოთ? 95 წლის რომ გავხდები ვაპირებ ზუსტად იგივე ლექსიკით საუბარს, დარწმუნებული ვარ ასაკის მიუხედავად შინაგანად მაინც ახალგაზრდა ვიქნები. ძალიან თანამედროვე ტიპი ვარ, დღევანდელი მდგომარეობით ბევრ 20 წლის ბიჭს ვაჯობებ სპორტულ უნარებში.
ლევანის
02 აპრილი 2018 00:10
11
დათო იცი რატომ წამოარტყა? თამაში რომ დდამთავრდა პირველი იმ გაბონელმა დაარტყა და კახელამ ისე უბრალოდ წამოარტყა. სანქციები იმედია არცერთ არ აცდება და უფრო მძიმე სამტრედიას.
ირაკლი
01 აპრილი 2018 22:58
5
რაც ჩანს, საცემი არაფერი უქნია, მაგრამ მარტო წამოთაქებისთვის არ გაარტყამდა ის გაბონელი.ზ
ანდრი
02 აპრილი 2018 07:46
2
რას იგონებ? საერთოთ იყავი სტადიოზე? მთელი თამაში იგინებოდა ეს კახელიშვილი და წამორტყმაზე მარტო ქართველებს კიარ გვაქვს უარყოფითი რეაქცია!
ნიკა
02 აპრილი 2018 00:02
4
გაბონელი საქართველოში ქართველს რომ გალახავს და მერე მას ქართველი გულშემატკივარი გაამართლებს,ვაი ისეთ ქართველს.გაბონში წარმომიდგენია რას უზამდა ქართველს გაბინელი ასეთი ცემისთვის.არაა ქართველების საშველი,ერთად დგომა ვერ ვისწავლეთ გინდ მოედანზე და გინდაც ქვეყანაში.
mamulo
01 აპრილი 2018 22:56
21
დემე- 90- ან წლეებში უფრო მაღალი ჩემპი გვქონდა. იცი რატომ? საბჭოთა სკოლა ქონდათ გამოვლილი ფეხბურთელებს და ყველაფერი ინერციით მიდიოდა. დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაფერი მოიშალა და ამიტომ ვართ ასეთ დღეში. რაგბის კავშირმა და არამარტო რაგბის აჯობა ფეხბურთსას და ამიტომ ვართ ჭაობში.კოლხეთში 80 პროცენტი ფოთელები თამაშობდნენ დღეს 2 ფოთელია გუნდში.
IRAKLI
01 აპრილი 2018 22:55
1
ყველა გუნდი როგორ თბილისში თამაშობს? სამტრედია, ჩიხურა... ალბათ ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები თბილისელები არიან სულ და ლეგიონერებისთვისაც აქ უფრო კომფორტულია ცხოვრება. სირცხვილია ბოლო-ბოლო
ლევანი
01 აპრილი 2018 22:52
1
მახსოვს 90-იან წლებში ფოთის კოლხეთი სერიოზული გუნდი იყო და მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაშინ ბავშვი ვიყავი და არაერთი კარგი მატჩი მახსოვს როცა რუსთავში ჩამოდიოდნენ, და რუსთავს ყავდა ძაან მაგარი გუნდი: ცხდაძე, კუდინოვი, კილასონია, ძმები კაპანაძეები, ამ შემადგენლობის რუსთავის მეტალურგმა თბილისი დინამო ჩაიხია და პირველად ისტორიაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მოიპოვა ასპარეზობის უფლება, მაგრამ მალე დაიშალა საბჭოთა პირველობა. დღეს რუსთვს გუნდი აღარ ყავს, უდიდესი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქალაქი, რუსთავში ბავშთა ფეხბურთი მაღალ დონეზე იყო, უძლიერესი მწვრთნელეის შემადგენლობით.
დემე
01 აპრილი 2018 22:25
7
ეტყობა მართლა ძალიან პატარა იყავი დემე,ვასილიჩი მართალს ამბობს.მაშინ იყო სსრკს უმაღლესი ლიგა,პირველი ლიგა და მეორე ლიგის 9 ზონა,რომლის ერთერთ ზონაშიც თამაშობდნენ 8 თუ 9 ქართული გუნდი,სომხეთის,აზერბაიჯანის და დასავლეთი რუსეთის გუნდები.იქ თამაშობდნენ ოზურგეთი(მახარაძე),სამტრედია,ბათუმი,გორი,ფოთი,თელავი,ტყიბული,სოხუმი,ლანჩხუთი და საქართველოს ჩემპიონატში წინა წელს გამარჯვებული გუნდი.ეს გუნდები ერთმანეთს ანაცვლებდნენ მაგრამ ძირითადში ამათ უწევდათ ამ ზონებში თამაში,თუმცა მერე და მერე,ლანჩხუთიც ჯერ პირველ ლიგაში გადავიდა,შემდეგ კი უმაღლესშიც,რუსთავი კი მაღალ ლიგაში ნამდვილად არ მახსოვს.
სოსო
02 აპრილი 2018 12:24
0
დემე!
ჯერ ჩაიხია რა სიტყვაა? მერე მეორე: რუსთავი შენ
"გურია"ში ან "ტორპედო"ში გერევა, რუსთავს პირველი ლიგაც არ ღირსებია არასდროს, მოეშვი რაღაცეების მოწევას, ჩემი რჩევა იქნება.........
ვასილიჩი
02 აპრილი 2018 09:40
2
ყველა გამოხმაურება
რატომ წამოარტყა? დაამცირა? ვენაცვალე გაბონელის მარჯვენას!!!
დათო
01 აპრილი 2018 22:03
20
მიუქარავს გაბონელს
ანდრი
01 აპრილი 2018 23:36
6
პირველად ნახე რომ ფეხბურთელები მასეთი ფორმით ხშირად გამოხატავენ ემოციებს რამოხდა მერე? ამის გამო უკნიდან უნდა მიეპაროს და სცემოს? შენისთანების გამოა მთელი საფრანგეთი რომ აფრიკა გახდა ჰოლანდია ბელგია და კიდევ მრავალი ქვეყანა ვფიცავ კახელიშვილის ადგილას თავს შევაკლავდი და პასუხს გავცემდი
ჯიქია
01 აპრილი 2018 23:21
11
რა იყო წაგება გაუტყდათ სამტრედიელებს? კოლხეთი ტკბილი ლუკმა გეგონათ? ხომ გაგიგიათ ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტბილი. ამ შემთხვევაში კოლხეთი მწარე ლუკმა გამოდგა.
IRAKLI
01 აპრილი 2018 21:30
5

სიახლეები პოპულარული