ეროვნული ლიგა. XXI ტური: "რუსთავმა" "ჩიხურასთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში საჩხერეში "ჩიხურასა" და "რუსთავის" მატჩი 0:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში მასპინძლები დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და გოლის გატანის რამდენიმე კარგი შესაძლებლობაც გაანიავეს.

შესვენების შემდეგ ჩიტეიშვილმა ცარიელი კარის წინ გაბედავას უპასა და მან სეფიაშვილის კარის აღების შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ თამაშის ტემპი დაეცა, ორივე გუნდის ფეხბურთელების გადაცემები ხშირად არაზუსტი იყო და საჩხერელთა გუნდმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ სოსო ფრუიძის გუნდს ევროპა ლიგაზე ჩატარებული მატჩების შემდეგ გარკვეული გადაღლილობა დაეტყო.

ივანწმინდა. "ცენტრალური".
ჩიხურა - რუსთავი 0:0


ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (კახა კახაბრიშვილი 79), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ) (დემურ ჩიხლაძე 84), დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი (გიორგი ბუხაიძე 71)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

რუსთავი (4-2-3-1): კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი პაპავა (კ), დათა სიჭინავა (ზაზა ციცქიშვილი 65), ელგუჯა ლობჯანიძე, ხვიჩა კვარაცხელია (ლუკა სილაგაძე 83), პაპუნა ფონიავა, თორნიკე თარხნიშვილი (ავთანდილ გუჯაბიძე 76), გეორგი ბუგულოვი, თეიმურაზ ღონღაძე, ვარლამ კილასონია, რაფაელ ჩუკურა

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული