"ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად გავიმარჯვეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და თუ ასე გავაგრძელეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიქნებით. რთული კალენდრიდან გამომდინარე, შეიძლება ჩვენც გვეფიქრა, რომ "საბურთალოსთან" გადაღლილები ვიქნებოდით, მაგრამ, როგორც ნახეთ, მსგავსი არაფერი გვეტყობა და ყველაფერი კარგადაა. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ!" – განაცხადა გიორგი ქიმაძემ.
გამარჯვებით გახარებული იყო ქუთაისელთა დამრიგებელიც.
"ცხადია, თბილისში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე, მსგავს ანგარიშს არ ველოდი. ჩვენთვის მთავარი მოგება იყო და
ქუთაისის "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში 37 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს, თუმცა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გამო მეტოქეებზე სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ეროვნული ლიგა. XXV ტური: "ტორპედომ" თბილისში ლიდერი "საბურთალო" გაანადგურა