დინამო (თბ) VS ტორპედო - 70-ე "კლასიკო", ვინ დაუახლოვდება მიზანს?

AutoSharing Option
31 ოქტომბერს ეროვნულ ლიგაში მეტად მნიშვნელოვანი მატჩია, ქართული "კლასიკო", რომელსაც უამრავი დაპირისპირება ახლავს, მოედანზე და მის მიღმაც.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ტორპედო" ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დინამოს" უპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია "მეორე არხზე" გაიმართება.

ეს შეხვედრა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ ქუთაისელები ევროპა ლიგის შესარჩევში ასპარეზობდნენ და კლუბების ურთიერთშეთანხმებით, შეხვედრის თარიღი შეიცვალა. მანამდე 2018 წელს "კლასიკო" ორჯერ შედგა. მეცამეტე ტურში ქუთაისში ფრე დაფიქსირდა -ნ1:1 და თბილისურ შეხვედრაში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

ეს მატჩი ამ გუნდებს შორის
წლის ბოლო ურთიერთდაპირისპირება არ არის. ისინი შემდეგ 31-ე ტურში უკვე ქუთაისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამავდროულად, ორივე გუნდი ფავორიტია საქართველოს თასის ნახევარფინალში და დიდი ალბათობით, ამ გუნდების შესრულებით კიდევ ერთ ფინალს ვიხილავთ.

პრინციპულობას რომ შევეშვათ, დღევანდელი შეხვედრა ცხრილში პოზიციების გამყარებისთვის ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"დინამო" გამარჯვების შემთხვევაში "საბურთალოსთან" სხვაობას ორ ქულამდე დაიყვანს და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ძალიან დაუახლოვდება. ამავდროულად, ქუთაისელები გამარჯვების შემთხვევაში ან თუნდაც ფრის, მესამე პოზიციაზე აინაცვლებენ, რაც მიმდინარე სეზონში მათი უშუალო მიზანია.

ორივე კლუბს ჩემპიონატში არასტაბილური სეზონი ჰქონდა, ვერცერთმა მოახერხა თანმიმდევრული შედეგი წარმოედგინა. თბილისელების მთავარი პრობლემა მეკარისა და დაცვის თამაში გამოდგა, რამაც გარკვეულ შეხვედრებში მოულოდნელი მარცხიც მიაღებინა. შემდეგ იყო ევროთასები, სადაც კლუბმა "დუნაისკა სტრედას" ბარიერი ვერ გადალახა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ის შემადგენლობა, რაც თბილისელებს ჰყავთ, საკმარისი გამოდგა ჩემპიონობისთვის ბრძოლისთვის და "საბურთალოს" არ მისცეს წინ გაჭრის საშუალება.

რაც შეეხება "ტორპედოს", წლის პირველი ნახევარი პრობლემური გამოდგა, რადგან მათ ჩემპიონობის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი კი შეინარჩუნეს, თუმცა უკვე ისეთ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებდნენ და ცხრილში უშუალო მეტოქეებს ჩამორჩნენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მათ ლეგიონერები დაიმატეს. შემდეგ ევროპა ლიგის პლეი-ოფშიც გავიდნენ, თუმცა საბოლოოდ იქ ვერაფერი მოახერხეს.

ახალმა ლეგიონერებმა ჩემპიონატში შედეგი გამოიღეს, გუნდში კონკურენცია გაძლიერდა და ადილობრივი ფეხბურთელები შეეცადნენ, იმაზე უკეთესები გამხდარიყვნენ, ვიდრე იყვნენ. საბოლოოდ, "ტორპედოს" 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შეეცდება, სერია გააგრძელოს.

რაც შეეხება ისტორიას, ეს ამ გუნდების 70-ე დაპირისპირებაა. აქამდე 35 მატჩში თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა, 18 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 16 შეხვედრა "ტორპედომ" მოიგო.

ამ შეხვედრას დანაკლისები არ ახლავს, ორივე გუნდი ერთმანეთს სრული შემადგენლობით უპირისპირდება. ერთადერთ დანაკლისად ვაჟა ტაბატაძე შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმა აქვს და სეზონი გამოტოვა.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ბუდუ ზივზივაძისთვისაც, რომელსაც 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის. ის გიორგი გაბედავას ერთი გოლით ჩამორჩება. რაც შეეხება "ტორპედოს" ბომბარდირს, ეს ლევან კუტალიაა, რომელსაც 10 გოლი აქვს გატანილი და თეორიული შანსები აქვს, რომ ქართული "ოქროს ბუცი" მოიგოს.

altეროვნული ლიგა პიკს აღწევს - ვინ გახდება ჩემპიონი?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართული ელ კლასიკოა თუ სოფლის საბავშვო ბაღის ბავშვების თამაში?ეჰ
ბესო
31 ოქტომბერი 2018 20:57
2
დი-ნა-მო, დი-ნა-მო, დი-ნა-მო
din 001
31 ოქტომბერი 2018 11:58
13
გამარჯვება დინამოოო!
გაიოზი
31 ოქტომბერი 2018 15:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული