მათე ცინცაძე: მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა. მოედანზე 90 წუთის განმავლობაში იყო სტუმართა ნახევარმცველი მათე ცინცაძე, რომელიც კახა ჩხეტიანის გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი შეხვედრით კმაყოფილია და თვლის, რომ გუნდი სანახაობრივ თამაშს აჩვენებს.

"რთულ თამაშს ველოდით. მწვრთნელის დავალებები სწორად შევასრულეთ და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ თავი არ დაგვიზოგავს სამი ქულის ასაღებად და შედეგიც მივიღეთ.

"დინამოსთან" მომავალი მატჩისთვის ძალები უნდა აღვიდგინოთ და მომზადებულები შევხვდეთ. პროგრამა-მინიმუმი ევროზონაში მოხვედრაა. დარწმუნებული ვარ, თამაშიდან თამაშამდე უკეთესი გუნდი გავხდებით", - განაცხადა Sportall.ge-სთან მათე ცინცაძემ.

ქუთაისის
"ტორპედო" 4 ნოემბერს ისევ თბილისელებს, ამჯერად ქუთაისში შეხვდება.

30 ტურის შემდეგ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ეროვნულ ლიგაში მესამე პოზიციას იკავებს.

alt"ტორპედოს" "ტიკი-ტაკა" "დინამოსთან", რომელსაც გულშემატკივრის ტაში მოჰყვა [VIDEO]

altკახა ჩხეტიანი: "ტორპედომ" სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და პლუს, სამი ქულა აიღო

altეროვნული ლიგა. XXII ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავ დინამო,დინამოში გოგიტა გოგუას კლიმენტი წიტაიშვილს და ლევან ხმალაძეს აბრუნებენ.ევროთასების იმედად
ბესო
20:09 03-11-2018
1

სიახლეები პოპულარული