კახა კაჭარავა თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
კახა კაჭარავამ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს თასის ნახევარფინალში "გაგრასთან" მარცხის (0:1) შემდეგ მიიღო.

52 წლის მწვრთნელი თბილისურ გრანდში 2017 წელს დაინიშნა. ის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს.

კახა კაჭარავას შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

altკახა კაჭარავა: გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ და...

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაჭარავა კი არა ფიფია სანამ არ წავა იქამდე არაფერი ეშველება დინამოს.
ბასკეტი
17:41 08-11-2018
4
ეხლა ფიფია ვინმე ალბანელ მწვრთნელს იპოვის. მოიყვანს ლეგიონერებს ბურკინა ფასოდან და დაიწყება საუკუნის დინამოს მშენებლობა.
)))))
15:49 08-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული