ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი შენაძენი გააკეთა.

ამიერიდან კლუბის ღირსებას 25 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა "ფეისბუქზე" გაავრცელა.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" ახალწვეული რუსეთის მოქალაქეა. ის მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და "ტიუმენში", ტვერის "ვოლგაში" და მაიკოპის "დრუჟბაში" თამაშობდა.

2017 წელს ქავთარაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ბოლოს კი გორის "დილაში" იყო. 2017 წელს ქავთარაძემ 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ხოლო 2018-ში
"დილას" მაისურით ასევე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი და 5 საგოლე ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" ლევან კუტალიამ დატოვა.

altლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა - და "დინამოში" გადავა?

alt"ტორპედო", ევროპა ლიგა, საქართველოს ნაკრები - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული