ჩვენ საქართველოს თასის მფლობელის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დავუკავშირდით და იმერული კლუბის სატრანსფერო სიახლეების შესახებ ვესაუბრეთ.
- ახალი სეზონისთვის ქუთაისის "ტორპედოს" პირველი შენაძენი ნოდარ ქავთარაძეა, რას გვეტყვით მის შესახებ?
- ეს ფეხბურთელი მოგვწონდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენს გუნდს გააძლიერებს, წაადგება და წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს.
- გუშინ გუნდი ლევან კუტალიამ დატოვა, "ტორპედოს" მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ თავად წასვლა გადაწყვიტა. რა იყო ამის
- ფეხბურთელმა ისურვა შეეცვალა ატმოსფერო, გუნდი. ლევან კუტალიას მინდა მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის და იმისთვის, რა წვლილიც შეიტანა მიღწეულ წარმატებაში, დანარჩენი, სად ითამაშებს მისი გადასაწყვეტია.
- უკრაინელ მცველ ოლექსანდრ აზაცკის "ტორპედოსთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, დარჩება გუნდში თუ დაბრუნდება ჩეხეთში?
- მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვცდილობთ, რომ მთლიანად გამოვისყიდოთ კონტრაქტი, თუ ეს არ მოხერხდა, ისევ იჯარის წესით გავიფორმებთ.
- თქვენს რიგებში ზაფხულის შემდეგ ირიცხება ჩინელი ლეგიონერი ინგაო ჯიანგი, რომელსაც "ტორპედოს" რიგებში არ უთამაშია, რა ხდება მასთან დაკავშირებით?
- იცით ჩვენი სპონსორები ვინ არიან, უბრალოდ, ვინც არ უნდა იყოს, თუ ვერ აჯობებს იმ ფეხბურთელებს, ვინც 18-კაციან განაცხადში არის, გამორიცხულია, ვერ ითამაშებს. იყო ჩვენთან სამი თვით, ხელფასის საკითხიც მისაღები იყო ჩვენთვის, არ იყო ისეთი, რომ კლუბისთვის რაიმე პრობლემა წარმოედგინა, ვერ დააკმაყოფილა კლუბის მოთხოვნები და ვემშვიდობებით.
- უახლოეს მომავალში კიდევ ახალი ტრანსფერების დადასტურებას უნდა ველოდოთ?
- აუცილებლად იქნება, ჩვენ კი არა, "ბარსელონა" და "რეალი" საჭიროებს გაძლიერებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც ქავთარაძის შესახებ შეიტყვეთ, ისევე შეიტყობთ ახალი ტრანსფერების შესახებაც.
- ეროვნული ლიგიდან თუ ლეგიონერებზეც არის საუბარი?
- ორივე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლეგიონერებთან, ისევე როგორც ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებთან, ვნახოთ რა გამოვა.
ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს
ლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა - და "დინამოში" გადავა?
"ტორპედო", ევროპა ლიგა, საქართველოს ნაკრები - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან