ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები 10-11 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც საწვრთნელ-მოსამზადებელ ეტაპზე გადავლენ.
"ვეტერინარებმა" საკონტროლო მატჩებიც დაგეგმეს. 28 იანვარს გუნდი ამხანაგურ მატჩში ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ "ცხინვალს" დაუპირისპირდება. 4 თებერვალს კი ასევე ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე "გაგრას" შეხვდება. ორივე მატჩი "მცხეთა პარკზე" გაიმართება.
მომზადებულია witgeorgia.ge-ს მიხედვით