"ტორპედომ" უკრაინაში დაბადებული ქართველი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, 24 წლის ამბროსი ჩაჩუა კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

"ჩაჩუამ ჩვენს კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩაჩუა წარმოშობით ქართველია, მაგრამ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდიდილია. 2013-დან 2018 წლის ჩათვლით ლვოვის "კარპატში" ითამაშა, საიდანაც ყაზახეთში, კერძოდ "აკჟაიკში" გადავიდა და ამ კლუბის მაისური 11-ჯერ მოირგო. მას უკრაინის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

ჩაჩუა საქართველოში დღეს ჩამოფრინდა და გუნდთან ერთად მსუბუქად ივარჯიშა", - გვამცნობს ახალ ტრანსფერს "ტორპედოს" საიტი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქუთაისის გულშემატკივარი არ არ მარა საკმაოდ კარგი ბიჩია ჩენი დონის ჩემპიონატისთვის, თან აქ მეთი შანსი ექნება თავის გამჩენის
nodarichi123
12:55 11-01-2019
0
კარგი ტრანსფერი!
Georgian
02:54 11-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული