"ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ცხოვრებაში დგება ასეთი მომენტიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს, რომან ფიფიას, ყველა იმ მწვრთნელსა და სტაფს, ვისთანაც აქ მიმუშავია. ასევე კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, სამედიცინო სტაფს, ადმნისტრატორებს, პრესსამსახურს, სამზარეულოს პერსონალს, დასუფთავების სამსახურს, მინდვრის მომვლელებს და უსაფრთხოების სამსახურს. მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი დიდი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს ამ დიდ კლუბში. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში
ლაშა თოთაძემ "დინამოში" 3 სეზონი გაატარა და საქართველოს თასთან ერთად სუპერთასიც მოიგო.
"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ლაშას და წარმატებას უსურვებს მომავალში.
30 წლის მცველმა 2018 წელს ეროვნულ ლიგაში "დინამოს" მაისურით 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლიც გაიტანა.