ამპლუით მარცხენა მცველი თბილისელებს თურქულ შეკრებაზე დღეს დილით შეუერთდა.
გიორგი თევზაძე სლოვაკურ კლუბში გასულ ზაფხულს, თბილისის "დინამოდან" გადავიდა, თუმცა მთელი სეზონი "ჟილინას" მეორე გუნდში, რანგით მეორე დივიზიონში გაატარა.
"ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ "საბურთალოში" დაბრუნებით. დავბრუნდი ჩემს კლუბში, იქ, სადაც გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. "საბურთალო" ჩემთვის დიდი ოჯახია, რომლისგანაც ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. ვესაუბრე გიორგი ჭიაბრიშვილს, კლუბის ხელმძღვანელობას, ჩემი ეიმედებათ და ნდობის გამართლებას ვეცდები.
"საბურთალო"
22 წლის მცველს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული.