ეროვნული ლიგა. III ტური: "ვიტ ჯორჯია" და "ჩიხურა" დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში "ვიტ ჯორჯიასა" და "ჩიხურას" მატჩი 1:1 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-12 წუთზე გახსნეს: მარცხენა ფლანგიდან კიკნაველიძემ განივი გადაცემა გააკეთა და ყველას ღუდუშაურმა დაასწრო. მეორე ტაიმის დასაწყისში მაისაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს შეროზიას კარში მიუჩინა ადგილი. ეს "ვეტერინართან" კარში ამ სეზონში გატანილი პირველი გოლი იყო.

დარჩენილ დროში ბევრი იყო ბრძოლა, ნაკლები მომენტები, მხოლოდ ბოლოს შეუტიეს მწვავედ სტუმრებმა. მახარობლიძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, მაისაშვილს კი დუბლის შესრულება მეკარე შეროზიამ არ დაანება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 პაატა ღუდუშაური (5), 1:1 დავით მაისაშვილი (47)

ვიტ ჯორჯია (5-3-2): ჯონი შეროზია (კ), გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ნოდარ კიკნაველიძე, რევაზ ჩიტიშვილი, დავით საჯაია (გიორგი გაფრინდაშვილი 70), ცოტნე მოსიაშვილი, გიორგი ვასაძე, ნიკოლოზ მაისურაძე (კახაბერ კაკაშვილი 57), პაატა ღუდუშაური (ზურაბ მუსელიანი 51), ზურაბ ღირდალაძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

ჩიხურა (4-3-3): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე (ბიძინა მახარობლიძე 67), დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე (დემურ ჩიხლაძე 46), მიშიკო სარდალიშვილი, თორნიკე მუმლაძე (დავით იონანიძე 85)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
13
8
1
4
6
25
13
7
2
4
4
23
13
6
2
5
9
20
13
6
2
5
-7
20
13
4
7
2
4
19
13
5
2
6
0
17
13
2
4
7
-10
10