ეროვნული ლიგა. IV ტური - "ვიტ ჯორჯია" "სიონთან" ბოლო წუთებზე დამარცხდა - ჩხუბი მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში "სიონმა" ბოლნისში "ვიტ ჯორჯია" მიიღო. 87-ე წუთზე ანზორ სუხიაშვილის პასი გოლად შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ აქცია. მატჩის 90-ე წუთზე მასპინძელთა მცველ ნიკოლოზ აფაქიძესა და სტუმართა ფორვარდ ზურაბ ღირდალაძეს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რის გამოც მატჩის მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა აფაქიძეს ყვითელი, ღირდალაძეს კი წითელი ბარათი უჩვენა.

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
"სიონი" 1:0 "ვიტ-ჯორჯია"
გოლი: სიხარულია (87)

"სიონი" (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გულვერდ თომაშვილი, არჩილ ტვილდიანი, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა (თამაზ მაქაცარია 62), დათო კირკიტაძე (ვაჟა ქიქავა
90+5), ვილი ისიანი, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, დავით რაჟამაშვილი (ზვიად სიხარულია 78).
მთავარი მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

"ვიტ ჯორჯია" (3-5-2): ჯონი შეროზია, გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი გეთიაშვილი, ალიკო ჩაკვეტაძე, ცოტნე მოსიაშვილი (გიორგი ვასაძე 62), ზურაბ ღირდალაძე, ვანო კურდღელაშვილი (პაატა ღუდუშაური 57), ზურაბ მუსელიანი (დავით საჯაია 75), ნოდარ კიკნაველიძე, რევაზ ჩიტიშვილი, კახაბერ კაკაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტამაში ტკვენ არ იციტ, გადამგები მაინც ნახეტ წესიერი. რომელი საუკუნეა
dede
16:44 18-03-2019
1
ვით ჯორჯიას მწვრთნელი ძალიან უვიცია
0

სიახლეები პოპულარული