ეროვნული ლიგა. VI ტური: "საბურთალომ" გაიმარჯვა და მდევრებს 5 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "საბურთალომ" 2:1 მოუგო "დილას".

მე-6 წუთზე სტუმრებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს შინდაგორიძე, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა. უნდა ითქვას, გორულმა გუნდმა პირველ ტაიმში ურიგოდ არ იასპარეზა და ერთხელ ბურთი ძელსაც გაარტყეს.

შესვენების შემდეგ 100%-იანი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ როლოვიჩს, რომელმაც მეტოქის არაზუსტი გადაცემა ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა. თუმცა, მალე დვალიშვილმა შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა. "დილამ" უმალ სახიფათო კონტრიერიშით უპასუხა
და სპანდერაშვილმა არცთუ ძლიერი დარტყმით დალაშქრა მიგინეიშვილის კარი. ეგ იყო და ეგ.

"საბურთალომ" 15 ქულა დააგროვა და მდევრებს 5 ქულით გაექცა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - დილა 2:1
გოლები: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (7), 2:0 ვლადიმერ დვალიშვილი (65), 2:1 ნუგზარ სპანდერაშვილი (72)

საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ცოტნე ნადარაია, დაჩი ცნობილაძე, ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (თორნიკე გორგიაშვილი 64), გიორგი დიასამიძე, ელვინ ტერა (ბექა გვარაძე 78), გიორგი კოხრეიძე (ოგნიენ როლოვიჩი 46), ვლადიმერ დვალიშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გურამ გიორბელიძე, ბაქარ მირცხულავა, ერიკს სანტოსი, თორნიკე გრიგალაშვილი (ფელიპე პაიმი 68), ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია (ნიკა გაგნიძე 85), ლევან ნონიკაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
21
13
2
6
16
41
21
12
3
6
12
39
21
10
4
7
9
34
21
6
9
6
6
27
21
7
4
10
-2
25
21
6
4
11
-29
22
21
4
7
10
-12
19
21
4
3
14
-16
15