"ვიტ ჯორჯიას" განცხადება: ცუდი ამბავია ჩვენს თავს - არ გავტყდებით, არც ხელებს ჩამოვუშვებთ

AutoSharing Option
ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობისათვის 5 ფეხბურთელის დაკავებაზე "ვიტ ჯორჯიამ" სპეციალური განცხადება გააკეთა.

"ძალიან ცუდი ამბავია ჩვენს თავს - "ვიტ ჯორჯიას" ხუთი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. საქმე ეხება საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტს.

22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ - არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს.

უაღრესად რთულია გადაიტანო ეს კრიზისი, მაგრამ არ გავტყდებით, არც ხელებს
ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ.

ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება.

მკაცრად ვემიჯნებით ასეთ ფაქტებს და მათ აღმოსაფხვრელად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან.

ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს ვუხდით ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
5 კაცი სასტავში ყავდა და მწვრთნელმა ვერაფელი შეამჩნია? ისე გამოდის,რო ან მწვრთნელია ძალიან დაბალი კლასის,ანუ მინდა ასე იყოს,მაგრამ მგონია მწვრთნელიც იქნება ამ საქმეში.
გოგა
00:12 22-05-2019
0
მკაცრად უნდა დაისაჯოს ესენი,ისე უნდა დაისაჯონ რომ მაგალითი იყოს ყველასათვის რომ მსგავსი რამ აზრადაც არ მოუვიდეს თავში არავის.აი მაშინ შეილება დავიძრათ წინ,სხვანაირად შეუძლებელია.
რუსლანი
16:21 21-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
17
12
1
4
14
37
17
9
2
6
10
29
17
8
3
6
3
27
17
5
8
4
6
23
17
6
4
7
-16
22
17
5
4
8
-2
19
17
2
5
10
-14
11