რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
და ვინმე რომ შევიდეს სტადიონზე და სომბოლიკა დაკიდოს უნდა დასაჯონ კლუბი?
ddgfdf
09 აგვისტო 2019 23:29
8
კი, ყველგან ეგრე ხდება ევროპაში, არ აქვს მნიშვნელობა ერთი კაცის მოფიქრებულია თუ მილიონის. კლუბის ვალდებულებაა მაშინვე ჩამოხსნას და გააგდოს დამნაშავე, თუ ვერ/არ გააკეთეს ისჯება კლუბი.
Piper
09 აგვისტო 2019 23:33
2
მაგარ ლოგიკაში ხარ
გელა ნუგზარაშვილი
09 აგვისტო 2019 23:39
3
ნეტავ მართლა გააუქმოს უეფამ სანქციები, მაგრამ ერთს ნამდვილად ვიტყვი: რასაც მე ვისმენ სტადიონზე ვაიგულშემატკივრებისგან, ეს რომ უეფას სტრუქტურებს მიწვდეს, სანქციები კი არა, საერთოდ აგვიკრძალავენ გულშემატკივრობას წესიერ ხალხსაც და უწესოსაც..
გიორგი
12 აგვისტო 2019 09:33
1
რო გამოდიხართ და მჭერმეტყველობთ აქ მაღალფარდოვნად და ამ ბიჭებს აკრიტიკებთ, ეს ბიჭები ყველა თამაშზე გულშემატკივრობენ დინამოს და არა მარტო ფეინოორდთან და მსგავს გუნდებთან პონტის კაცებივით
Ultranationalist
11 აგვისტო 2019 16:12
18
რას გვამადლით?ფეხბურთის გულშემატკივრობას?პრემიები ხო არ დავუწესოთ?
თამაზი
11 აგვისტო 2019 21:23
2
Uefam gabalashi matchi gamotova etyoba, ganmeorebits ukura
Levani
10 აგვისტო 2019 09:34
2
ყველას კარგად გვახსოვს თუ რა მოხდა გაბალასა და დინამოს ადრინდელი პირველი დაპირისპირების დროს.ერთის მხრივ საფიქრებელია ის,რომ იმ ამბის გამო აზერებმა ხურდა დაგვიბრუნეს,მეორე მხრივ კი უეფამ დასჯის ბალანსი არ დაარღვია.
გიოშა
10 აგვისტო 2019 04:08
4
მალე უბურთოდ მოგვიწევს თამაში და მერე ვნახოთ, ვინ შესაზმავს ცხენს?!!!
მერე რაღას იტყვის ბუხალა? ბურთი ოთხკუტხედი უნდა იყოსო?
თუ კარს გახდიან მრგვალს???
კ ო მ ბ ლ ე
14 აგვისტო 2019 03:10
1
ეს ირაკლი ბუხალმა (პრეს სპიკერმა) თქვა რომ "შეცდომა გაეპარა უეფას" თუ ავტორის ანალიტიკური მოსაზრებაა? ციტატა საერთოდ არ არის მოტანილი.
ანდრო
12 აგვისტო 2019 14:38
0
ამ ფოტოს ნაცვლად უკეთესი იქნებოდა, ჭეშმარიტებისთვის, დაგერთოთ ის ფოტო, აჭარა სპორტს რომ უდევს, ორი დეგრადიული ამ დროშით ხელში ნაცისტური სალამით რო დგას, თანაც სამამულო ომის მემორიალთან! და საერთოდ ეს შავ ფორმაში გამოწყობილი დინამოს ფანები ვერ ჩავწვდი რა დაჯგუფებაა დინამოს ნაცვლად ელიტას რო სკანდირებენ! სად არიან ის ძველი ფანები, ლურჯ ფორმებში?!
ვაკო
15 აგვისტო 2019 09:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული