"ვაის გავეყარე და უის შევეყარე" - ქუთაისის "ტორპედოს" ამბები

AutoSharing Option
რამდენიმე კვირაა აქტიური საუბარი მიდის, რომ ზაალ ჩაჩავა ქუთაისის "ტორპედოს" დატოვებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას გადაწყვეტილი აქვს კლუბიდან წასვლა და განცხადებას მალე გააკეთებს.

ჩვენი ბოლო მცდელობისას, მას დავკავშირებოდით, აღმოჩნდა, რომ ჩაჩავა საქართველოში არ იმყოფებოდა და ალბათ, თავის გადაწყვეტილებას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროებს.

კლუბში კვლავ ფინანსური პრობლემები და სრული განუკითხაობაა. გუნდში მომუშავე სამწვრთნელო შტაბმა და ფეხბურთელებმაც არ იციან არაფერი, ისინიც გულშემატკივრების მსგავსად ლოდინის რეჟიმში არიან.

"ტორპედო", დიდი ალბათობით, ქუთაისის მერიას დაუბრუნდება, რომელსაც ვერ ვიტყვით, რომ კლუბი ძალიან აინტერესებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში უამრავი დარეკვის
შემდეგ გავიგეთ ერთი რამე - მერია აღნიშნულ საკითხზე თვის ბოლოს იწყებს მუშაობას.

თუმცა კლუბის მერიისთვის დაბრუნება ქუთაისელი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაცია ნამდვილად არ არის, რადგან სიტუაცია სწორედ ამ ნათქვამის საპირწონეა: "ვაის გავეყარე და უის შევეყარე".

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი ქუთაისის მერიის ბალანსზეა და კი ვხედავთ, რა დღეშია. ამ პირობებში კი კახა ჩხეტიანის შეგირდებისგან რაიმე წარმატებას ნაკლებად უნდა ელოდო.

შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავამ ქუთაისის "ტორპედო" 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, თუმცა კლუბის ინფრასტრუქტურა, სტადიონი და საღორიის ბაზა მაშინაც და ახლაც მერიის ბალანსზეა.

P.S. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მსხვილი ქართული ორგანიზაცია ქუთაისური კლუბით არის დაინტერესებული, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მომავალი წლიდან შეუდგება...

altეროვნული ლიგა. XXIV ტური: თბილისის "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო და ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

alt"ტორპედოს" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა [PHOTO]





მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს კაცი უკვე ჩვენებას უნდა იძლეოდეს კაი ხანია.აი რატო ქართული ფეხბურთი ერთ ადგილას.და კიდევ ეს კომენტატორები რო ყოველი თამაშის წაყვანისას იმაზე ლაპაროკობთ როგორი ვაი გულშემატკივრები ვართ და როგო გავბედეთ და საბურთალოს შეურაცყოფა მივაყენეთ.ჯერ ერთი თქვენ თქვენ საქმეს მიხედეთ და ისწავლეთ მატჩების კომენტირება.აბა მე მკითხეთ როგორი კომენტატორები ხართ თქვენ-ხმას ვუთიშავ და ისე ვუყურებ თამაშს.მერო-აბა ერთხელ ამოიღეთ ხმა კომენტატორებმა და ჟურნალისტებმა იმაზე თუ რა მოხდა ტორპედოში,კოლხეთში,სამტრედიაში.ხო ბავშვიც ატყობდა კოლხეთში ამდენი საეჭვო ლეგიონერის და მწვრთნელის ჩამოყვანით ვიღაცა ფულს აკეთებდა?იგივე ხო ხდებოდა სამტრედიაში?ხო ხართ მაგარი კომენტატორები და ჟურნალისტები?აბა გამოიძიეთ,გააშუქეთ.слабо да? ჭკვის სწავლება არასოდეს არ გვინდა ჩვენ.ფოთში,ზუგდიდში,იმერეთში რო ფეხბურთს მოკლავ რანაირად უნდა გქონდეს ფეხბურთში წარმატება? კახელი კაცი ვაღიარებ რო ფეხბურთი დასავლეთ საქართველოს საქმეა.1976 წელს 6 წლისამ ვუყურე პირველად ფეხბურთს და იმის მერე ფეხბურთის გარეშე არ შემიძლია და იმიტომ ვლაპარაკობ ამას თორე განა ვინმეს ჯავრი მჭირს???ადმინ არ დამბლოკილო,ძალიან მინდა რო ვაი კომენტატორებმა წაიკითხონ რასაც ჩვენ„ვაიგულშემატკივრები“ვფიქრობთ მათზე.არ დამბლოკო და კაი კახური ღვინო ჩემზე იყოს.
Jordan Beli
11:06 21-08-2019
0
ვაის გავეყარე და ვუის დავუბრუნდი; ასეა ტორპედოს საქმე. იქნებ აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საქმით? პროკურატურასაც შეუძლია დაინტერესდეს ამ ე.წ. ინვესტორის ე.წ. საქმიანობით და ბიზნესით! ტორპედო, ქუთაისის და ქართული ფეხბურთის საგანძურია. შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან!
ლუკა
10:44 21-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული