ქუთაისის "ტორპედო" "საბურთალოსთან" მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება

AutoSharing Option
მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი "ტორპედო" "საბურთალოსთან" ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩისთვის აკადემიის ფეხბურთელებით ემზადება. ამის შესახებ განცხადება კლუბმა "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" XXXI ტურის ფარგლებში, “საბურთალოს” უმასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.

რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდელთა ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან".

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის გუნდი დაიშალა და ჩვენ გვინდა ნაკრებმა რომ ევროპაზე გავიდეს? გაიკითხეთ ერთი კოსოვოში ან ბელარუსში რა დამოკიდებულებაა ფეხბურთში. თუ გავიდნენ ძეგლები უნდა დაუდგათ ამ ვითარებაში და კიდევ ჩაუხვევია ზოგიერთებს ძველი დინამო მაშინდელ დამოკიდებულებას ადარებთ დღეს?
zurabi
12:13 17-10-2019
0
es ukve mesame gundia ert sezonchi, maladec chxetiani chen rkinis nervebi gkonia, vercerti mcvrtneli da gundi ver gauzlebda am zecolas, psikologiurad zaan znelia, bevrgan icereba pederaciam daexmara torpedoso, evrotasebze gauchva aba ras izamda pederacias jarimas gamoucerden, am chemtxvevachi pederaciam es nabiji tavis tkavis gadasarchenad gaaketa da ara torpedostvis, debilebad nu gvtvlit kutaislebs, pederaciachi kavs zustad kvelaze didimteri torpedos, gundi gaciruli kavt ukve didi xania, da es zgaprebi sponsorebze xalxis tvalis asaxvevadaa, chachavas amdeni xani sabutebi ver chamoartves ragazea saubari, magari patroni kolia am kacs , raga kutaislebs gadagvekida, axla licenzirebis dro modis romelsac torpedo meecveba ro gaivlis da avtomaturad mexute ligachi vart, didi albatobit ase ikneba tu rame sascauli ar moxda am ert kvirachi.magari guldasackvetia ro torpedo aset dgechi chaagdes, da amas marto chachava ro ver gabedavda kvela xvdeba, ubralod kutaisis gundi tbiliss ar chirdeba ramdenic ar unda izaxon, pakti jiutia.
KUTAISELI
11:14 17-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული