"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის კლუბ "ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია.

ამის შესახებ ინფორმაცია "ლელოსთან" საუბარში "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ დაადასტურა.

"ჩვენი მეორე გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მას ჰქონდა პრინციპული თამაში და ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დავახმარეთ. აქედან გამომდინარე, გუნდის სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებს ორი დღით დასვენების საშუალება მისცა.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის ბოლნისის "სიონთან" და ამ მატჩისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. კი ბატონო, არის გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაგრამ ეს საწვრთნელი პროცესის ინტენსივობაზე არ აისახება", - განაცხადა რუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ასევე ფინანსური პრობლემები აქვს
ქუთაისის "ტორპედოს", სადაც ფეხბურთელები გაუსაძლისი პირობების გამო უკვე რამდენიმე დღეა არ ვარჯიშობენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეროვნულ ლიგა 2-ში არა ავტორ
გიორგი
12:47 18-10-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული