კახა ჩხეტიანი: "ტორპედოში" კატასტროფული მდგომარეობაა, ზოგმა ფეხბურთელმა უეფაში გვიჩივლა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"კატასტროფული მდგომარეობაა. წასული ფეხბურთელებიდან ზოგმა უეფაში გვიჩივლა და კლუბმა, შესაძლოა, ლიცენზირების პროცესი ვერ გაიაროს...

ამაზე უარესს დღეში ვერ ვიქნებით. ეს პიკია და იმედი მაქვს, დროულად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც გუნდს გვერდში დაუდგება და დაეხმარება.

ალბათ ასეთი რამ მხოლოდ ჩვენთან შეიძლება მოხდეს: როცა კლუბი აღმავლობის გზაზეა, ჩემპიონატისთვის ემზადება, ევროტურნირებისთვის 3-4 ფეხბურთელით გაძლიერებას საჭიროებს, სწორედ მაშინ იშლება უცებ ყველაფერი... ალბათ მთელ მსოფლიოში მსგავსი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება... სამწუხაროდ, მოხდა ჩვენთან!", -
თქვა ჩხეტიანმა კლუბის "ფეისბუქ-გვერდთან" საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უთაურმა ჩაჩავამ დაღუპა ტოროედო.
გია
21:20 19-10-2019
1
ეხლა იტყვის ვინმე არ არიან ამ საქმეში გარეული არც მერია არც საფეხბურთო ხალხი.შე დალოცვილო ტიპი მოვიდა თამაშებიტ უნდოდა ფულის კეტება.ეს არ იცოდნენ დადგა ცენები სპორტსმენები ყოფილი ფეხბურთელი ჩაიყვანა ვითომ ძალიან ეჯერატ იმათაც.ჩაუდეს ხელში ეს გუნდი ანდა მერიაში ისე მიცეს ტიპს გუნდი არც დეპოზიტზე ედო თანხა ეს რო აეცილებინათ არც მისი ფინანსური შესაზლებლობები გარკვიეს.ესე მეც ყველა მივა და მაიტა გუნდიო.80% სიბინძურეშია გარეული ყოფილი ფეხბურთელები!ზოგი ტვალს ხუჩავს ზოგს აწყობს და ასე შემდეგ.მერიას უნდა გადახიო ჩაჩავა თავზე.ვერაფერს ვერ უშვებიან იმიტომ რომ ისინიც გარეულები იყვნენ ამ საქმეში.პირდაპირ ვიძახი თამაშების ჩაწყობისტვის იყო მოსული ვერ გამოუვიდა.რატომ? იმიტომ რომ ცჰხეტიანი წესიერი კაცია ყველამ ვიციტ ეს ამბავი.ან რა სურატი აკ ტიპს სახეზე ეტყობოდა ვინც იყო!!!ეხლა წერეტ და იყავიტ კი განადგურდა გუნდი.
misa
05:02 20-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული