არჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:

"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით
უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."

ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს ვენდის რეკლამა მოაცილეთ და საიტის მომხმარებელს პატივი ეცით თვალებში რო თხრით ამ საზიზღარ რეკლამას. ხო შეიძლება სხვა ფორმატით დადოთ, ხალხს ნუ შეაძულებთ ამ საიტზე შემოსვლას
ზაზა
02 ნოემბერი 2019 00:52
0
მინდვრის საფარის შესაბამისი არის მსაჯობაც და სხვა ყველაფერი.

P.S. მე უკვე ალბათ ათმაგად ნაკლებ დროს ვყოფ ამ ვებგვერდზე, ამათი აუტანელი ვენდის რეკლამების გამო ყველა წამში. ესე უნამუსოდ რეკლამის შეტენვა ყველა გადატვირთვაზე მე არსად მინახავს
გიორგი გორგაძე
02 ნოემბერი 2019 04:09
0
საკამათო ეპიზოდისთვის არ მიყურებია და ვერ შევაფასებ. ბოლოსკენ ჩავრთე თამაში და მეორე გოლი რომ გაუშვა ბათუმის დინამომ, ასეთი გოლი არათუ ჩემპიონობისთვის მებრძოლმა გუნდმა, თავმოყვარე გუნდა არ უნდა გაუშვას. რამოდენიმეჯერ უყურეთ მაგ გოლს და იქნებ თქვენშიც ეძებოთ პრობლემა?
რომანა
02 ნოემბერი 2019 07:41
3
ასე არ შეიძლება,გუნდმა წააგო(თუ წააგებინეს)და ტიპმა გადავდგებიო.ეს ფეხბურთია და ისეთი რამეები ხდება რომ.... ისე მე რომ მკითხო ეგ თამაში ეგეთი მდგომარეობის საფარზე საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო.მარა სასწაული გოლი გაიტანა მეორე საჩხერემ.ლამის მთელი დაცვა გააბითურა.ასე რომ თამაშის ხარისხის განვითარებაზე იფიქრეთ თუ ჩემპიონობაზე პრეტენზია გაქვთ და არა იმაზე--ეს არ მოგვცეს,ის არ დაგვიდეს.
კახა ქ.
02 ნოემბერი 2019 06:52
5
რამისი რა უნდა გამიკვირდეს დვალიშვილი გოლს რო ვერ იტანს მსაჯის ბრალი ყოფილა და ორ გოლს რო გუნდი უშვებს ეგაც მსაჯის ბრალია .მსაჯს თავი დანებეთ დინამო თბილისის ბრალი ყოფილა რა მდაბიო აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს რო თბილისი გძულდეს
Simartle
02 ნოემბერი 2019 00:37
9
ეს ჯერ არ მოსულა და უკვე მუქარაზე გადადის კლუბიდან წავალო, ეს რომ ფულს დახარჯავს მერე რას იზამს ხომ წარმომიდგენია, დროზე ჯობია შეეშვას თუ ასე აპირებს გაგრძელებას, თუ არა და მაშინ კლუბის განვითარებაზე იფიქრე, მის გაძლიერებაზე და ჩამოყალიბებაზე, ეგრე სადაა მოვედი ჩემპიონობა მინდა მსაჯებმა ''დაგვწვენ''ხელს გვიშლიან ჩემპიონობაში და აღარ მინდა ფეხბურთიო ! ნეტავ მარტო ფეხბურთში ხდებოდეს უსამართლობა, ცილისწამება,ბოროტება,შური,ბოღმა რავიცი კიდევ რამდენი უბედურებააა, გაუძელი ჯიგარო გაუძელი, მყარად და სიყვარულით,ფეხბურთის სიყვარულით,ქალაქის სიყვარულით, დინამოს სიყვარულით, ქართველების სიყვარულით და გახარებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქის და რეგიონის გუნდი იქნება, ქართული გუნდის წარმატება ჩემთვის ნაკრების წარმატების ტოლფასია, ამათზე ზემოთ მხოლოდ ტორპედოა ჩემთვის, იმხელა სიამოვნებას რაც შეუძლია ტორპედოს მომანიჭოს ფეხბურთში წარმატებით, იმხელა დოზით იასნა ვერა, მაგრამ ძალიან დიდი სიხარული იქნება, ნებისმიერი ქართული კლუბის კარგი თამაში ევროპაზე, ან ნაკრების გასვლა ევრო-მსოფლიო ჩემპიონატზე და იქ თავის გამოჩენა. არ მშურს რომელიმე ქართული გუნდის მყარად ფეხზე დადგომა,ჩემია, ოღონდ ტორპედო კიდევ უფრო ჩემია , ბავშვობის(ტრუსიკის) ძმაკაცს, და ასევე საუკეთესო ძმაკაცს შორის მაინც არის რაღაც სხვაობა, ეეე ისეთი სხვაობაა ფეხბურთში ჩემთვის ტორპედო და ქართული კლუბები, ნაკრები
akaki
02 ნოემბერი 2019 03:19
1
გულდასმით წავიკითხე ყველა კომენტარი. ყველას ყველაფერში ვერ დავეთანხმები. დღევანდელ დღეს შიშით ვხვდებოდი. 1 საათის პრესკოფერენციის მეშინოდა. დიახაც რომ. ნამდვილად არ მინდა ბათუმის დაშლა, ბერიძის გუნდიდან წასვლა. წავიკითხე კომენტარები და ცოტა შემეცოდა კიდეც არჩილი. თქვენ მართლები ხართ, ბავშვივით გაბუტვა არ შეიძლება, მაგრამ... აპა წარმოიდგინეთ, 81-ში ფეიენორდთან რომ გამოვარდნილიყავით (ვაღიაროთ, ასეთი მსაჯობა მეტი არავის უნახავს). მთლიანად იცვლება ჩვენი მენტალიტეტი, ფასეულობები, ფეხბურთის აღთქმაც. 50-იან წლებში მოპოვებული ჩემპიონობა წაგვართვეს, თავიდან გვათამაშეს მოსკოვში დამარცხებულ ტორპედოსთან. ჩვენებმა ფეხი აღარ გაანძრიეს, უბრძოლველად წააგეს, ამბობენ ტორპედომაც აღარ ითამაშა, თორემ ანგარიში უპრეცენდენტო იქნებოდაო (ვთქვათ 30-0). მე რატომ ვიხსენებ ამას? იმიტომ რომ ყველა გულშემატკივარმა იცის დინამოს შემადგენლობა 1964, 1976 და 1981 წლების. იმ წლის კი, მე პირადად, 4-5 გვარი თუ მახსოვს (წაკითხული, თორემ დაბადებულიც არ ვიყავი). ჰო და 80-წლიანებიც ასევე იქნებოდნენ და დღევანდელ თაობას, ჰა-ჰა ყიფიანი და ჩივაძე ცოდნოდათ. ასე რომ, ჩემთვის გასაგებია ბერიძეს პირველი რეაქცია. ამიტომაც მადლობა მას: 1. ამდენი რომ გააკეთა ბათუმის ფეხბურთისთვის; 2. ასე სწრაფად გონზე რომ მოვიდა და პირველი გულისწყრომა გადალახა; 3.მომავლისთვის, მაგალითისთვის. გაიხარეთ. წარმატებებს გისურვებ, ბ-ნო არჩილ. და მთელ ქართულ ფეხბურთს და საქართველოს.
alexandre (Tbilisis dinamos da torpedos gulSematkivari)
02 ნოემბერი 2019 11:09
2
ეს კაცი ჯერ არ მოსულა და სად გარბის?ეს ფეხბურთია ჩემო ბატონო და, უნდა ვიცოდეთ,ასეა მთელ მსოფლიოში./მიუხედავად იმისა რომ აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ რომ პენალტი იყო/მაინც რა ხდება?მეოთხე თამაშია საჩემპიონო ამბიციების გუნდი თამაშს ვერ იგებს და კიდევ ჩვენ ვიბუტებით?.უმჯობესი ხომ არ იქნება თავი შევიკავოთ ამბიციებისაგან, სწორად შევაფასოთ სიტუაცია და შესაბამისი დასკვნები გამოტანოთ.მე პირადად /ქართლელი კაცი/ ბათუმის გულშემატკივარი ვარ და მისი ჩემპიონობა მინდა
ნოდიკო
02 ნოემბერი 2019 10:54
0
რა არასერიოზული ხალხი ხართ რა :(( მაგას ნაღდად ჯობდა წასულიყავი. ასეთი ხალხი ფულს როგორ შოულობს?? ელემენტარული პრინციპულობა და თანმიმდევრულობა არ სჭირდება განმეორებად წარმატებას/შემოსავალს/ფულის შოვნას? თუ ერთხელ გაუმრთლათ და იმას ხარჯავენ? :))
odala
02 ნოემბერი 2019 00:04
12
ესეთ ხალხს მორალი და პრინციპები სად აქვთ.
Batumi
02 ნოემბერი 2019 00:33
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული