არჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:

"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით
უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."

ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს ვენდის რეკლამა მოაცილეთ და საიტის მომხმარებელს პატივი ეცით თვალებში რო თხრით ამ საზიზღარ რეკლამას. ხო შეიძლება სხვა ფორმატით დადოთ, ხალხს ნუ შეაძულებთ ამ საიტზე შემოსვლას
ზაზა
00:52 02-11-2019
0
მინდვრის საფარის შესაბამისი არის მსაჯობაც და სხვა ყველაფერი.

P.S. მე უკვე ალბათ ათმაგად ნაკლებ დროს ვყოფ ამ ვებგვერდზე, ამათი აუტანელი ვენდის რეკლამების გამო ყველა წამში. ესე უნამუსოდ რეკლამის შეტენვა ყველა გადატვირთვაზე მე არსად მინახავს
გიორგი გორგაძე
04:09 02-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული