არჩილ ბერიძემ ბათუმის "დინამოდან" წასვლა გადაიფიქრა - ამბობს, რომ ერთმა ნაძირალამ ქართული ფეხბურთი არ უნდა მოკლას

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" ნამატჩევს (0:2) მსაჯობით უკმაყოფილო ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, რომ ქართულ ფეხბურთსა და კლუბს სავარაუდოდ დატოვებდა. თუმცა, შემდეგ გამოცემა "ბათუმელებს" განუცხადა, რომ წასვლას არ აპირებს:

"არაფერი გადაწყვეტილება არ მიმიღია. ხვალ ჩავნიშნეთ 1-ელ საათზე პრესკონფერენცია და ვიტყვით ყველაფერს. ვიტყვით დღევანდელი თამაშის შესახებ, თუ რა მოხდა, როგორ მოხდა, რა იყო… მაგრამ ამით ბათუმის "დინამოს" წარმატებას, ბათუმის "დინამოს" განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, დამიჯერეთ.

ხვალ გავაკეთებ განცხადებას ამ თამაშზე. თუ როგორ არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით
უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის "დინამოს" წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება.

დღეს მას არ მოსვლია ეს შეცდომით. ყველაფერი გააკეთა გამიზნულად - იმისთვის, რომ "დინამოს" წინსვლისთვის ხელი შეეშალა. აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა გამიზნულად. შემიძლია დავჯდე და ნებისმიერ ექსპერტს ავუხსნა, ვისაც პრეტენზია ექნება იმაზე და იტყვის, რომ ეს გამიზნულად არ გაუკეთებია."

ინტერვიუს სრული ვერსია ამ ბმულზე იხილეთ

altარჩილ ბერიძე: ეს მარაზმი დროზე უნდა ვამხილოთ - თუ არ უნდათ ბათუმში ფეხბურთის ბუმი, აქ არაფერი მესაქმება

altარჩილ ბერიძე სავარაუდოდ ქართულ ფეხბურთს და კლუბს დატოვებს - ბათუმის "დინამოს" მოულოდნელი განცხადება

altსაკამათო ეპიზოდი "ჩიხურა"-"დინამოს" მატჩში [VIDEO]

altეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ჩიხურას" უსიამოვნო სიურპრიზი ბათუმის "დინამოს"

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასე არ შეიძლება,გუნდმა წააგო(თუ წააგებინეს)და ტიპმა გადავდგებიო.ეს ფეხბურთია და ისეთი რამეები ხდება რომ.... ისე მე რომ მკითხო ეგ თამაში ეგეთი მდგომარეობის საფარზე საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო.მარა სასწაული გოლი გაიტანა მეორე საჩხერემ.ლამის მთელი დაცვა გააბითურა.ასე რომ თამაშის ხარისხის განვითარებაზე იფიქრეთ თუ ჩემპიონობაზე პრეტენზია გაქვთ და არა იმაზე--ეს არ მოგვცეს,ის არ დაგვიდეს.
კახა ქ.
02 ნოემბერი 2019 06:52
5
ეს კარგი გასაგებია. პატარა ბავშვივით საუბრობს.ხელი იყო პენალტი იყო.წითელი უნდა მიეცა მაგრამ არ მიცა.ერთი ის რომ ესეთი ციცი ნათელა მეპატრონოები არიან რო ერთი წელი ჰა 2 წელი და მერე ქრებიან.არანაირი პპროგრამა არ აქვს.მოვიდა ჩემპიონი თუ ვერ გავხდები წავედიო.იმის მაგივრად უფრო გავათმაგებთ ჩვენ შრომას როო თკვა და ვერც მსაჯი და ვერც მინდორი ვერაფერს ვერ გვიზავს რო ეთქვა.იმის მაგივრად გაიბუტა.რომც გახდეს ჩემპიონი მაინც წავა უპროგრამო ენთუზიაზმზე აიყვანა გუნდი.არა შორს მიმავალი ხედვები.საქართველოში გუნდის შენახვა ძვირი ჯდება.ასე რომ იქ თაგლითი ჩახავა აქ ეს ბუტია.არ შეიზლება.უნდა დადოს ამანაც და სხვა პროგრამა ბანკში გარანტიები.სანამ გუნდს ჩაბარებთ ვინმეს.ქუთაიში ხო დაგვირგვინა იმ სიაფანდმა..მოვიდა წაიგო და წავიდა.ეხლა ბერიკიეზეც მინდა ვტკვა ანუ ბერიკიე შუკაკიძეზე.ანდრე როო იქაცებოდა მსაჯებისკენ.ეხლა რატომ არ ამოიგო ხმა მსჯი კარგად გვარიანად დაგვეხმარაო.რატომ იტყვის მამენტ:)))ჩვენტან ფეხბურთი მოყვარულის დონეზე გაიგეთ ეს,არიან GFF დან დაწყებული პიარში.მორჩა!! გამონათებები იქნება მიგწევები არ იქნება ამ მიდგომით.გმერთმა ქნას ვცდებოდე
misa
02 ნოემბერი 2019 06:45
1
მინდვრის საფარის შესაბამისი არის მსაჯობაც და სხვა ყველაფერი.

P.S. მე უკვე ალბათ ათმაგად ნაკლებ დროს ვყოფ ამ ვებგვერდზე, ამათი აუტანელი ვენდის რეკლამების გამო ყველა წამში. ესე უნამუსოდ რეკლამის შეტენვა ყველა გადატვირთვაზე მე არსად მინახავს
გიორგი გორგაძე
02 ნოემბერი 2019 04:09
0
ეს ჯერ არ მოსულა და უკვე მუქარაზე გადადის კლუბიდან წავალო, ეს რომ ფულს დახარჯავს მერე რას იზამს ხომ წარმომიდგენია, დროზე ჯობია შეეშვას თუ ასე აპირებს გაგრძელებას, თუ არა და მაშინ კლუბის განვითარებაზე იფიქრე, მის გაძლიერებაზე და ჩამოყალიბებაზე, ეგრე სადაა მოვედი ჩემპიონობა მინდა მსაჯებმა ''დაგვწვენ''ხელს გვიშლიან ჩემპიონობაში და აღარ მინდა ფეხბურთიო ! ნეტავ მარტო ფეხბურთში ხდებოდეს უსამართლობა, ცილისწამება,ბოროტება,შური,ბოღმა რავიცი კიდევ რამდენი უბედურებააა, გაუძელი ჯიგარო გაუძელი, მყარად და სიყვარულით,ფეხბურთის სიყვარულით,ქალაქის სიყვარულით, დინამოს სიყვარულით, ქართველების სიყვარულით და გახარებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქალაქის და რეგიონის გუნდი იქნება, ქართული გუნდის წარმატება ჩემთვის ნაკრების წარმატების ტოლფასია, ამათზე ზემოთ მხოლოდ ტორპედოა ჩემთვის, იმხელა სიამოვნებას რაც შეუძლია ტორპედოს მომანიჭოს ფეხბურთში წარმატებით, იმხელა დოზით იასნა ვერა, მაგრამ ძალიან დიდი სიხარული იქნება, ნებისმიერი ქართული კლუბის კარგი თამაში ევროპაზე, ან ნაკრების გასვლა ევრო-მსოფლიო ჩემპიონატზე და იქ თავის გამოჩენა. არ მშურს რომელიმე ქართული გუნდის მყარად ფეხზე დადგომა,ჩემია, ოღონდ ტორპედო კიდევ უფრო ჩემია , ბავშვობის(ტრუსიკის) ძმაკაცს, და ასევე საუკეთესო ძმაკაცს შორის მაინც არის რაღაც სხვაობა, ეეე ისეთი სხვაობაა ფეხბურთში ჩემთვის ტორპედო და ქართული კლუბები, ნაკრები
akaki
02 ნოემბერი 2019 03:19
1
პირდაპირ ტქვი თუ მაგარი ხარ რო რომა ფიფია ცდილობს ბათუმის განვითარებას ხელი შეუშალოსთქო
barsa
02 ნოემბერი 2019 02:16
3
რაო ვერ რისკავ რო თქვა დინამოს სასარგებლოდ შეცდაო? ეს მაინც არ გაჩერდება ბათუმში დიდი ხანი!რა 49 მილიონიანი ინვესტიცია რო ამბობდა, ერთი ჩვეულებრივი უპრინციპო კაცია. ბუტია კაცი!
s..s
02 ნოემბერი 2019 02:11
4
ეს ვენდის რეკლამა მოაცილეთ და საიტის მომხმარებელს პატივი ეცით თვალებში რო თხრით ამ საზიზღარ რეკლამას. ხო შეიძლება სხვა ფორმატით დადოთ, ხალხს ნუ შეაძულებთ ამ საიტზე შემოსვლას
ზაზა
02 ნოემბერი 2019 00:52
0
რამისი რა უნდა გამიკვირდეს დვალიშვილი გოლს რო ვერ იტანს მსაჯის ბრალი ყოფილა და ორ გოლს რო გუნდი უშვებს ეგაც მსაჯის ბრალია .მსაჯს თავი დანებეთ დინამო თბილისის ბრალი ყოფილა რა მდაბიო აზროვნება უნდა ქონდეს ადამიანს რო თბილისი გძულდეს
Simartle
02 ნოემბერი 2019 00:37
9
ესეთ ხალხს მორალი და პრინციპები სად აქვთ.
Batumi
02 ნოემბერი 2019 00:33
5
გადავდექი, არგადავდექი არ გვაინტერესებს.
უთხარი სიმართლე საზოგადოებას რა ხდება, კლუბის მენეჯერი თიმეიჯერივით არ უნდა იქცეოდეს!
დიდგორელი!
02 ნოემბერი 2019 00:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული