9 ნოემბერს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის 2 მატჩი გაიმართა.
თბილისის "დინამო" "რუსთავს" ესტუმრა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. "დინამოდან" ნოდარ ქავთარაძე და მიხაილო შიშკა გამოირჩნენ. ამ გამარჯვების შემდეგ "დინამოს" 69 ქულა დაუგროვდა და სატურნიტო ცხრილის პირველ ადგილს დაუბრუნდა.
თბილისელები ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებენ.
მეორე მატჩში "საბურთალომ" "ვიტ ჯორჯიას" უპრობლემოდ ანგარიშით 3:1 სძლია. ამ მოგების შემდეგ "საბურთალოს" 64 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილ იკავებს.
ტექნიკური ცენტრი
რუსთავი-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 ნოდარ ქავთარაძე (76), 0:2 მიხაილ შიშკა (89)
რუსთავი. 3-5-2: გოგი კულუა,
ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, გიორგი ვასაძე, ლუკა სილაგაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, ბექა ქავთარაძე, ლაშა ქოჩლაძე, ფუად ბაირამოვი, გეორგი ბუგულოვი
მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
დინამო (თბ). 4-1-4-1: ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი კუხიანიძე, გიორგი პაპავა, გიორგი ქიმაძე, ლევან კუტალია, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო, ნიკა ნინუა, ნოდარ ქავთარაძე
მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
საბურთალო-ვიტ ჯორჯია 3:1
გოლები: 1:0 გიორგი კოხრეიძე (51), 2:0, 3:0 გიორი გაბედავა (61, 72), ზურაბ მოსელიანი (პენ. 84)
საბურთალო. 5-3-2: ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან კაკუბავა, ანტე გი, გიორგი გულიაშვილი, იური ტაბატაძე, თორნიკე გორგიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ვიტ ჯორჯია. 5-3-2: ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, მორის ნუსუევი, ანდრო ნემსაძე, ლუკა ვარძელაშვილი, დიმიტრი ხუციანიძე, ზურაბ მუსელიანი, ლუკა თათხაშვილი, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი, ლაშა ნანობაშვილი
მთ. მწვრთნელი: მერაბ კოჭლაშვილი
ამიტომ ვერ ვიგებ „თბილისის დინამო“ როგორ უნდა და ვინ უნდა აგულავოს,შეუძლებელია!
„დინამო“ მე მხოლოდ ერთი ვიცი!