ჩხეტიანი "ტორპედოს" ტოვებს? - ქუთაისელთა დროებითი მმართველის კომენტარი კლუბში მიმდინარე პროცესებზე

AutoSharing Option
"ტორპედოს" საგა არა და არ სრულდება, ქუთაისური გუნდის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვველია, რეალობა კი არასასურველი.

კლუბში ამჟამად მიმდინარე პროცესების გასარკვევად, Sportall.ge "ტორპედოს" დროებით მმართველ თეიმურაზ ჩეჩელაშვილს დაუკავშირდა.

- გამარჯობა ბატონო თეიმურაზ. გვითხარით თუ შერიძლება, რა ხდება "ტორპედოს" გარშემო? იყო საუბარი, რომ კვლავ ზაალ ჩაჩავასთან არის პრობლემა?
- იყო მოლაპარაკებები იმის თაობაზე, რომ ზაალ ჩაჩავას ეღიარებინა ვალი და შეთანხმებას მიეღწიათ, რადგან ისე ვერ ხერხდებოდა კლუბის გადმობარება. დღეს არის ბოლო შეხვედრა.

იტალიელები ელოდებიან, როდის გათავისუფლდება ზაალ ჩაჩავასგან კლუბი.

- რა სახის წინააღმდეგობაა
ამჯერად ზაალ ჩაჩავასგან?
- ზაალ ჩაჩავას მთლიანად ვალის აღიარება არ უნდა და ამაზე მიდის მოლაპარაკება.

საერთაშორისო იტალიური კომპანია არის დაინტერესებული, რომელიც სპორტულ ბიზენსში არ არის ჩართული. მოლაპარაკებებში მონაწილეობს მათი ქართული წარმომადგენლობა.

(ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რომელ კომპანიაზე იყო საუბარი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ტორპედოს" შეძენა "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს" სურს.)

- საქართველოს თასის მფლობელი "საბურთალოს" მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია.  კულუარებში კახა ჩხეტიანზე იყო საუბარი. გუნდის მთავარი მწვრთნელი ხომ არ აპირებს "ტორპედოს" დატოვებას?
- ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, მე კახას ვესაუბრე და ჯერ არაფერი არ უთქვამს. არსებობს მეორე მხარეც, თუ იტალიელები მოვიდნენ კლუბში, მათ შეიძლება სხვა გეგმები ჰქონდეთ, ვისიც არის კლუბი - ფეხბურთელს და მთავარ მწვრთნელს ის არჩევს.

თუ წასვლა მისთვის უკეთესი იქნება, რატომაც არა? პატრიოტიზმი და სიყვარული კარგია, მაგრამ ახალგაზრდამ კაცმა საკუთარ თავსა და პიროვნულ ზრდაზე უნდა იმუშავოს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ხელშეკრულება დაუდეთ ჩაჩავას სამემკვიდრეო საკუთრებაში გადაეცი? მამლები ქონდა ალბათ მისწინაპრებს სტადიონის და ბაზის ტერიტორიებზე.
ალბათ ფეხბურთის ნაცვლად კანაპლის გაშენება აპირებს. და გვექნება ახალი საწარმო. ხალხიც დასაქმება და დაქლიავდება.
იბერიელი68ძა
20:05 09-12-2019
2
მიმდინარე წლის განმავლობაში (განსაკუთრებით) ისე, როგორც წინა წლებში, მაქსიმალურად ვადევნებდი თვალს ტორპედოსთან დაკავშირებულ პროცესებს. დიდი იმედით და ყოველდღიურად უკეთესის მოლოდინში გავატარე ეს სეზონი, ყველა დროსა და ეტაპზე ვაქვეყნებდი შესაბამის კომენტარებს. მეშინოდა ერთის-ჩემპიონატის "გადოგორების" შემდეგ (მისი ჩაშლა დიდ უსიამოვნებას გამოიწვევდა და დიდი სირცხვილი იქნებოდა ქვეყნისთვის, ფედერაციისთვის, მერიისთვის და ა.შ.), არ შენელებულიყო ტორპედოს გადარჩენისთვის ზრუნვა, რაც არც თუ შორს არის რეალობიდან. ღმერთმა არ ქნას და თუ ეს ასე მოხდა, მე ვთვლი,რომ ეს არის ტორპედოს საწინააღმდეგო რაღაც დიდი თამაშის ნაწილი, ამ აზრს დიდად ამყარებს თავის დროზე ტორპედოს პრეზიდენტად იმ კაცის მოყვანა(რეკომენდატორი გასაიდუმლოებულია, ჩემთვის ასეა), რომელიც ფეხბურთში ისე იყო, როგორც თხა კონცერტში და ისიც,რომ დღემდე ამ კაცს ვალი ვერ აღიარებინეს.
ნუგზარი
19:19 09-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული