სად ითამაშებს "თელავი", როდესაც "გივი ჩოხელი" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგას დებიუტანტი ჰყავს, პლეი-ოფში "რუსთავთან" ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ მომავალ სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში "თელავი" ითამაშებს.

მართალია, კლუბი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არსებობს საშიშროება იმისა, რომ კლუბს თბილისში თამაში მოუწიოს. სტადიონზე ხელოვნური საფარი არის დაგებული, ამავდროულად, ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.

ჩვენი ინფორმაციით,  შეიძლება "თელავმა" თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახალი რაგბის სტადიონზე ითამაშოს, რომელიც 2244 ადამიანს იტევს და ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი.

შედარების სახით გთავაზობთ საფეხბურთო სტადიონისა და რაგბის სტადიონის
ფოტოებს.

"გივი ჩოხელი"

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge


რაგბის სტადიონი

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
წაიკითხე სოსო გრიშიკაშვილის ინტერვიუ გაზეთი ლელოს დღევანდელ ნომერში და გაიგებ,კლუბმა ნოლიდან დაიწყო,ბევრი რამე გაკეთდა,უმაღლესშიც გადავედით და ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება,ჯერ-ჯერობით კი რაგბი არენაზე ვითამაშებთ,2020-ში იწყება მშენებლობა...ამ ხალხმა ფეხბურთი დააბრუნეს ქალაქში და შურიანებმა მოკეტეთ...
ცნობისათვის
13:38 13-12-2019
1
რატომ ფორიაქობთ ტყუილად? გაგებით წერია ორი სტადიონია თელავშიო და ერთი გაუმართავი მეორე მშვენიერ მდგომარეიბაში. ხოდა ყველაფერი ისე იქნება როგორც წესდებას შეეფერება. თელავი დიდი ხანია იმსახურებდა ეროვნულ ლიგაში გუნდს. გამოჩდნენ ხალხი ვინც ითავეს ეს საქმე და მოკლე ხანში დიდ წარმატებას მიაღწიეს. შურიანებს კი ვურჩევ ცივი წყალი დალიონ.
G.LA
18:10 13-12-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული