პროექტი ძალიან სერიოზულია - "თელავი" ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს

AutoSharing Option
"თელავის" პრეს-სამსახური "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვარცელებს, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრობს და განმარტავს სად გამართავს გუნდი მატჩებს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში.

გთავაზობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, ეს გახლავთ გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის პროექტი, რომელიც დამტკიცებულ-შეთანხმებულია და სკ "თელავის" ხელმძღვანელობაც აქტიურად თანამშრომლობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან რომ, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა

ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება და საფეხბურთო კლუბ "თელავის" სპორტული დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის თქმით, 2020 წელს თელავის მთავარი პრიორიტეტი
სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.

სოსო გრიშიკაშვილი: "წესით, მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში - ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს".

ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და ისეთი კომფორტი, უეფას მაქსიმალური კატეგორია რომ მიიღოს.

ამასთანავე, აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები, რომ გუნდი დაბინავდეს და კარგ პირობებში მოემმზადოს.

გეტყვით იმასაც, რომ პროექტი ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ უკვე ნახა და ძალიანაც მოიწონა.

ახლა კი მთავარი კითხვა, ახალი სეზონიდან სად გამართავს სკ "თელავი" საშინაო მატჩებს ეროვნულ ლიგაში?

კლუბის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გუნდმა თელავში ითამაშოს და ამის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რაკი თელავში არსებობს არაჩვეულებრივი სარაგბო კომპლექსი "კავკასიონი რაგბი არენა", სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

კომპლექსის მფლობელი საქართველოს რაგბის კავშირია და მათთან საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატში, ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს სწორედ "კავკასიონი რაგბი არენაზე" გავმართავთ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ "რუსთავთან" პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის, სკ "თელავი" რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობდა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს და კომპლექსის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის...

სკ "თელავის" პრესსამსახური".

მკითხველის კომენტარები / 35 /
ბათუმის სტადიონის მსგავსი თანმედროვე უნდა იყოს. ეს პროექტი მოძველებულ, სოფლის სტადიონს გავს.
კოკო
14 დეკემბერი 2019 19:11
12
ჯერ ააშენონ და მერე ისაუბრონ
gurjaani
14 დეკემბერი 2019 18:30
12
ესეთი კომენტარის გამო ღირსი ხარ,როდესაც ააშენებენ საერთოდ არ შეგიშვან შიგნით.იმის მაგივრად რომ წარმატებები უსურვო,ბოღმა კომენტარს უტოვებ.წარმატებები თელავს და ქართულ ფეხბურთს შიდა და გარე მტრების ჯინაზე
სამწუხაროდ
14 დეკემბერი 2019 18:52
1
მაგარი ლოგიკაა ძალიან ბრაგას სტადიონს არ ააქვს ოთხივე მხრიდან ტრიბუნები და თელავის სტადიონსაც ამიტომ არ უნდაო ?!
????
20 დეკემბერი 2019 14:59
0
წარმოიდგინე სტადიონს რომ მიადან ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და დიდების ბაზა. და ნელ-ნელა დაიწყონ სპეციფიკური საფეხბურთო ტრადიციის განვითარება. რამხელა საქმე გაკეთდება მერე ის ფედერაციის სკოლაც შეავსებს და მართლა შეიძლება მაგარი გუნდის ყოლა.ეროვნუი ჩემპიონატისთვის შეუცვლელის.
sdfffff
16 დეკემბერი 2019 02:52
0
თელავისთვის 8 ათასიანი საკმაოდ კარგია.და საერთოდ -5-8ათასიანი სტადიონები ნორმალურია საქართველოსთვის,ზოგიერთი ქალაქის გამოკლებით.ბათუმი ქუთაისი მაქვს მხედველობაში.მაქ უფრო დიდები კარგი იქნებოდა.ბათუმში ააშენებენ.ჯერი ქუთაისზე.20 000 ქუთაისშიც არ იქნებოდა ურიგო.ოღონდ არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ათასიანი იქნება,აუცილებლად მაყურებლის დასაჯდომი ადგილები უნდა იყოს გადახურული,რომ მწვიმამ დისკომფორტი არ შეუქმნას გულშემატკივარს.წარმატებები
კახა ქ.
15 დეკემბერი 2019 21:13
0
კარგია რაც კეთდება) ისე კახეთინდა ფეხბურთი ცოტა შორსაა ერთმანეთისგან ))) წარმატებები თელავს!
jiji
15 დეკემბერი 2019 01:50
19
გივი ჩოხელი და კახი ასათიანი,გეუბნება რამეს."გუშინ თამაშობდნენ კახი ასათიანი და თურქეთის ნაკრები"ეს თურქული გაზეთის სათაურია სსრკ- თურქეთის შესარჩევი მატჩის მეორე დღეს.ორივე თელაველები იყვნენ.
სოსო
26 თებერვალი 2020 15:37
0
romandro
14 დეკემბერი 2019 17:58
2
აი ეხლა ტორპედოს საერთოდ მიწასთან გაასწორებენ იტალიელები და იქნებთელავმა მაინც შეავსოს ცოტათი ეგ სიცარიელე.
ddgfdf
15 დეკემბერი 2019 20:06
1
რატო, რას ერჩით კახურ ფეხბურთს. თელავს სერიოზულიპერსპექტივები შეიძლება ქონდეს. აი საგარეჯოელები კი არიან ბანძიუგა ფეხბურთელები.
sdfffff
15 დეკემბერი 2019 20:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული