"საბურთალოს" პრეზიდენტი: ალბათ, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით მოგვიწევს ასპარეზობა

AutoSharing Option
"საბურთალოს" პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გადაცემის "სპორტი იმედზე" სტუმარი იყო და ბევრ საინტერესო თემაზე გაამახვილა ყურადღება.

ხეჩიკაშვილმა შესაძლო მწვრთნელზე, სამომავლო გეგმებსა და ევროთასებზე ისაუბრა.

"ჩვენ სულ 4 წელია, რაც უმაღლეს ლიგაში გამოვდივართ. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ზედიზედ ჩემპიონობის და თასის მოპოვება ძალიან დიდი წარმატებაა, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.

ჩვენი გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი მოხვდა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში. ასევე ჭაბუკთა ლიგაშიც წარმატებულად გამოვდივართ.

რა თქმა უნდა, ეს გვახარებს, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაინც გვაქვს. ფეხბურთი, პირველ რიგში, გულშემატკივრისთვის არის. ძალიან ცუდია ის
უკმარისობის გრძნობა, რომელიც გულშემატკივარს დავუტოვეთ. ვგულისხმობ ევროპის ლიგაზე "არარატთან" მარცხს.

მინდა, ყველა იმ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, რომელიც "საბურთალოს" ევროტურნირების პირველ ორ საშინაო შეხვედრაზე მოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავმარცხდით, გულშემატკივრები ტაშით გვაცილებდნენ და უფლება არ გვქონდა, მესამე მატჩში ბოლომდე არ დავხარჯულიყავით.

ამიტომ ეს გულისტკივილი და ხინჯი მაქვს კიდევ და ჩვენს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ბულინგი და გინება, რომლის მსხვერპლიც მე გავხდი, არანაირ სტანდარტში არ ჯდება.

15 წელი აშენებ რაღაცას, ერთი სკოლის გუნდი ჩემპიონი გახადე და მერე ისეთ რაღაცებში გდებენ ბრალს... სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში კლუბიდან წასვლას ვაპირებდი, რადგან დავინახე ძალიან დიდი უმადურობა.

ქართული ფეხბურთი არ ეკუთვნის მხოლოდ იმ ვაი გულშემატკივარს, რომელიც გვაგინებდა. ასევე, აკადემიაში გვყავს უამრავი კარგი ფეხბურთელი, რომელთა გამოც კლუბში დავრჩი.

მე ვერ წარმომიდგენია, რომ დღევანდელი მოცემულობით არ ჰქონდეს ადამიანს იმის სურვილი, რომ სწრაფი ტემპით იაროს.

ხშირად მეუბნებიან, რომ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, რადგან ყოველთვის 2-3 წლით ვუსწრებდით იმას, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეს კი მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ვხედავდით იმ რესურსს, რომლითაც წარმატების მიღწევა შეიძლებოდა.

ჩემი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ევროპაში მივაღწიოთ წარმატებას და ჩემთვის სხვა საზომი არ არსებობს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას და მწვრთნელს, რამდენიმე ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა. ჩვენ მათ დავემშვიდობებით და ალბათ, აბსოლუტურად განახლებული შემადგენლობით მოგვიწევს ასპარეზობა.

მომავალ მწვრთნელზე ძალიან ბევრს ვფიქრობთ და ახალ წლამდე მის ვინაობას აუცილებლად გაიგებთ.

კახა ჩხეტიანი? მიუხედავად მისდამი უდიდესი პატივისცემისა, მასთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ.

მას შემდეგ, რაც ახალ მწვრთნელს დავნიშნავთ, მასთან ერთად დავაკომპლექტებთ გუნდს. მიმაჩნია, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი უნდა ჩამოვიყვანოთ და დანარჩენი საქართველოში არიან იმ დონის ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატების მიღწევა შეუძლიათ".

მკითხველის კომენტარები / 21 /
ამ ინტერვიუდან კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რეალობის აღქმისგან ძალიან შორს ხართ და საერთოდ ვერ ხვდებით რომ ყველასთან შეიძლებოდა წაგეგოთ არა რააატის გარდა სულ რომ მოედანზე დახოცილიყავით, მითუმეტეს იმ ფორმით როგორც ეს თქვენ გააკეთეთ. ამ სირცხვილს თქვენი კლუბი კი არა ქართული ფეხბურთი როდის ჩამოირეცხავს საერთოდ გიფიქრიათ?!
!!!
21 დეკემბერი 2019 11:37
0
გასაკვირი იცით რაარის იძახის ხალხი არმოდის თამაშებზეო შე კაი დედმამიშვილო გინდი რო ჩამოაყაჩიბო და შეათამაშო ხო უნდა მაგას ერთი სამი წელი მონიმუმ?ეხლა იძახი ახალ გუნდს შევქმნიო ესეიგი არაფერი გინდა ფულის კეთების მეტი გაზრდი ახალგაზრდა ბიჭებს და პირველი შემოთავაზებისთანავე გაყიდი სადღაც ჭეკლასის გუნდში.შენ ხო იხეირებდა არ გკიდია ხალხი(ამიტომ ესე რო ფიქრობთ უმეტესობა არც იმის მოთხოვნა უნდა გქონდეს ხალხი რატო არ დადის სტადიონზეო)
თემური
17 დეკემბერი 2019 23:06
2
არარააარააატ ერეეეევაააან ყველაზე ანტიპატია გუნდი საქართველოში რაც გინდათ გიქნიათ გაყიდეთ დარაჯიდან დაწყებული ყველა ფული მეტი რა გაინტერესებთ ,თქვენ წესიერი ლეგიონერის მყიდველებიც არ ხართ ფული ფული ფულიიიი დევიზიიიი,არარატ ერევან
giorgi75
17 დეკემბერი 2019 22:54
2
არა რააააატ!!!!
???
17 დეკემბერი 2019 20:20
1
ახალი კონტიგენტით არარატს რომ შეხვდეთ ვინ გადაწყვეტს მოგებას თქვენ თუ ფეხბურთელები?
მამუკა
17 დეკემბერი 2019 17:23
5
ყურებამდე გაღიმებული ზის,არადა გუნდს სამუდამო ლაქა აკიდა,
lazi
18 დეკემბერი 2019 01:15
1
ისტორიულ სამშობლოს ხომ არ უღალატებს ხაჩიკიანი,თანაც ამ თემაზე კაი ფულის გაკეთებაც შეიძლება.
კვარა
17 დეკემბერი 2019 20:04
5
ახლადგამოჩეკილი ფიფიაა ეს ხეჩიკაშვილი!!! ჩემპიონი გუნდის დაშლა და ახალის გაკეთება , ანუ ერთი და იგივე მოჯადოებულ გზაზე დადიხართ!!! უბედურება ის არის რომ თქვენზე უკეთესი არავინ არ მოდის ქართულ ფეხბურთში!/// ახალი გუნდი ნიშნავს იმას რომ ევროპა ლიგის ჯგუფურზე კიდევ ვერ მოხვდებით!!! რა გინდათ საერთოდ?!
Vasili
17 დეკემბერი 2019 17:01
6
აი, ძალიან უვიცები ხართ თანამედროვე ფეხბურთის, ვინც ფიქრობთ, რომ ამათმა თამაში გაყიდეს და უეფამ არაფერი მოიმოქმედა ;დდ ჩარჩენილები ხართ საბჭოთა კავშირში როგორც ჩანს.. აღარ ხდება ხალხო ეგეთი რამეები, მითუმეტეს ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე.. ვინ დაასწრებს უეფას, სანქციებით გატენის გუნდს რომ რამე ყოფილიყო..მართალი თქვა ხეჩიკამაც, რა უნდა მოეგო ასეთი საბურთალოს თამაშის გაყიდვით? იმაზე მეტს ვიდრე ჯგუფი მისცემდა? წადით რა.. უვიცები ხართ, მართლა ;დ
ზუზუ
17 დეკემბერი 2019 15:50
20
თქვენ ისე გაუტეხეთ ხალხს გული, რომ მესიც რომ ჩამოიყვანოთ, თქვენს თამაშებზე თავმოყვარე კაცი არც მოვა, თქვენთვის და ფიფიასთვის მთავარია ფულის კეთება.
s.s.
17 დეკემბერი 2019 15:44
8
ის, რაც "არარატთან" თამაშის შემდეგ დასწამა გუნდს და მთელ საქართველოს ფეხბურთს ცნობილმა "დილეტან-პოპულისტმა" ალ. ელისაშვილმა, პირდაპირი მტრობაა საქართველოს ფეხბურთის და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ.
tngh
17 დეკემბერი 2019 15:36
13
ერევანის არარტს რას უზამთ, პოგოსიან ხეჩოიამ და ასე შემდეგ
pogosian
17 დეკემბერი 2019 14:33
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული