თბილისის "საბურთალომ" ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

AutoSharing Option
ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/

დღეს, 8 იანვარს, თბილისის "საბურთალომ" "ბენდელას" საპრესკონფერენციო დარბაზში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა.

კლუბმა მთავარ მწვრთნელად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი გია ცეცაძე დანიშნა. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მოგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა დატოვა, რომელმაც კლუბში 6 წელი იმუშავა.

აქვე გეტყვით, რომ "საბურთალომ" მომავალი სეზონისთვის შეკრებები დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 14-23 იანვრის ჩათვლით, გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში მოემზადება.

პირველ შეკრებაზე ამხანაგური მატჩების გამართვა არაა დაგეგმილი. შემდეგ კლუბი სამშობლოში დაბრუნდება და ახალი სეზონისთვის მზადებას
ადგილზე გააგრძელებს.

დასკვნით მოსამზადებელ ციკლს გუნდი, 1-14 თებერვლის ჩათვლით, ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაივლის, სადაც რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. სავარაუდო სპარინგ-პარტნიორების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გია ცეცაძეს წარმატებები!!! მაგრამ საბურთალო ალბათ ძალიან დიდხნს ვერ ჩამოირეცხავს საშვილიშვილო სირცხვილს რომელიც ქართულ ფებურთს და მის თითოეულ გულშემატკივარს მიაყენა. არარააააააააატ!!!!
!!!!!
15:38 08-01-2020
3
ერევანის არარატთან დაგეგმეთ თამაში ერთი
ramos
15:17 08-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული