თურქულ შეკრებამდე ბათუმის "დინამო" თბილისში ემზადება

AutoSharing Option
თურქულ შეკრებამდე ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის მზადებას თბილისში შეუდგა, - იტყობინება ზღვისპირული გუნდი თავისი "ფეისბუქის" გვერდით:

"დინამო ბათუმი ახალი სეზონისთვის ემზადება. სანამ გუნდი პირველ თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, ვარჯიშები თბილისში მიმდინარეობს. პირველ თბილისურ ვარჯიშში მათე ცინცაძემ, ვაგნერ გონსალვეშმა და 17 წლის ბრაზილიელმა ტალანტმა, ჟულიო ვინისიუს დე ფონსეკა სოუზამ მიიღეს მონაწილეობა".

ბათუმის "დინამო" 20 იანვარს ამხანაგურ მატჩში "დილას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული