ფოტო: fb.com/fc.saburtalotb/
თბილისის "საბურთალოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 8 იანვარს დანიშნულმა გია ცეცაძემ დატოვა.
"საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსა" და უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული შრომისთვის და მომავალში წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, რომელიც "საბურთალოს" ესპანურ "ალკოიანოსთან" ელის, ამხანაგურ მატჩში გუნდს გამოცდილი სპეციალისტი თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს.
თუ ვინ იქნება მომავალში "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გუნდი ესპანური შეკრებიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება",
- ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
კაპიტნის არჩევაზე თუ ვისაუბრებთ, მწვრთნელის მიერ კაპიტნის დასახელების პრაქტიკა აღარ არსებობს. შესაძლოა იყოს სადმე შემორჩენილი (უფრო ნაკრების დინეზე) მაგრამ კლუბებში ასე აღარ არის. თანამედროვე ტენდენციაა როდესაც მწვრთნელი კლუბის მოთამაშეებს აძლევს კაპიტნის არჩევის შესაძლებლობას. ლიდერი მოედანზე უნდა შეირჩეს ფეხბურთელების მხრიდან. რაც შეეხება მწვრთნელს - ჩემი აზრით, საბურთალოსთვის ორგანულად ზედგამოჭრილი მწვრთნელი ჭიაბრიშვილია. მაგრამ, კლუბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მისი ხელმეორედ დანიშვნა კიდევ უფრო დიდ შეცდომამდ მიმაჩნია. ეს შესაძლოა მოხდეს მომავალში, რამოდენიმე სეზონის შემდეგ. ამ ეტაპზე კი ყველაზე მისაღებ კანდიდატად დევდარიანი მიმაჩნია.