"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/fc.saburtalotb

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ჭანტურიამ თბილისის "საბურთალო" დატოვა და აღნშნული გადაწყვეტილება თბილისურ კლუბში დაგვიდასტურეს.

"საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" და გიორგი ჭანტურია ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კლუბმა გადაწყვეტილება ესპანური შეკრების შემდეგ მიიღო.

საბურთალო გიორგის მომავალში წარმატებებს უსურვებს,"- წერია კლუბის განცხადებაში.

გიორგი ჭანტურიას "საბურთალოში" მიყვანის ინიციატორი გიორგი ცეცაძე იყო, რომელმაც კლუბი 3 დღის წინ დატოვა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, გიორგი ჭანტურიამ გუნდის 10-ნომრიანი მაისური მოითხოვა, გიორგი ცეცაძეს კი მარგველაშვილის ნაცვლად კაპიტნად სხვა მოთამაშის დანიშვნა სურდა. ამ ყველაფერმა გუნდში დაძაბულობა შეიტანა და
რეაქციამაც არ დააყოვნა.

მკითხველის კომენტარები / 53 /
გოგუას და ჯანაშიას მსგავსი ხასიათი ქონდათ, მაგრამ შედეგი მაინც დადეს. ეს რაღაცა უჯიშო გამოდგა.
0
51 კომენტარი დევს. სულ ამ ბიჭის ლანძღვა გინებით. მეც არ დავაკელი, მაგრამ ძალიან კორექტულად, თან წარმატებები ვუსურვე, თან, ჩემი გადმოსახედიდან, მომავლისთვის ჭკუა დავარიგე. იმის იმედით, რომ იქნებ შეიცვალოს და საკუთარ თავს გამოადგეს მაინც. არ დაბეჭდეთ! აი ისმის კითხვა - რატომ? ალბათ, ვისზეც არის დამოკიდებული დაბეჭდვა ან არა "ნამეტნავად" ვერ იტანს ჭანტურიას და იმიტომ. რის ადმინისტრაცია თუ მოდერატორები ხართ? რა უბედურებაა?
alexandre
10:13 21-02-2020
0

სიახლეები პოპულარული