"საქმემან შენმან წარმოგაჩინოს" - "ტორპედოს" ახალი მფლობელი რიხიანად იწყებს

AutoSharing Option
"ტორპედოს" ახალი მფლობელი ფაბიო მანინი კლუბში საქმიანობას რიხიანად იწყებს: ხვალ, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს და ახალ სპონსორზე, ეკიპირებაზე, ფან-შოპზე, ავტობუსზე, განახლებულ ვებგვერდსა და სხვა სიახლეებზე ისაუბრებს.

იქამდე კი მან კლუბის "ფეისბუქის" გვერდს შემდეგი განუცხადა:

"არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის "ტორპედო" ბოლო წლებში არაერთი თასის მფლობელი გახდა. შესაბამისად, ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

როდესაც შეთანხმებას ხელი მოვაწერე, გადავწყვიტე ერთი პუნქტის ჩამატება კონტრაქტში, რომელიც მავალდებულებს, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 400 ახალგაზრდა
ქართველ ფეხბურთელს შევუწყო ხელი წარმატებაში.

თუ გყავს სერიოზული სპონსორი, მაშინ შეიძლება დანაკარგის ამოღება, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ახალგაზრდა მოთამაშეების გაყიდვითაც ვერ იღებ შესაბამის მოგებას. ამ მხრივ, საქართველოში განსაკუთრებით რთულია სიტუაცია. ჩვენ გვყავს საქართველოს ბაზრით დაინტერესებული სპონსორი, ვისთან ერთადაც გვინდა საერთაშორისო ბრენდის სახით განვვითარდეთ.

მეორე საშუალება არის უძრავი ქონება - ყველა კლუბი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ტრენინგ-ცენტრებს, სასტუმროებს, აუზებს, სპორტულ დარბაზებს, მაღაზიებს - ეს არის შემოსავლის წყაროები. ქუთაისში არსებული მიწის გამოყენება გვინდა. ეს იქნება ტრენინგ-ცენტრები და არამხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები, თუმცა იქნება ბრენდი "ტორპედო ქუთაისი". სხვა გზას ვერ ვხედავ, გარდა დანაკარგისა".

მკითხველის კომენტარები / 16 /
რაო და დიდი ფული დავხარჯე, თუ ამ წელს ვერ ამოვიღე, კლიენტი მყავს ბრაზილიაშიო, ყველას ერთად ჩაგაბარებთ, კაცზე 20 დოლარს იხდის და მზად იყავითო.
გეიხარე ფაბიო! გეიხარე, მარა გზის ფულს ბრაზილიამდე, ვინ გედეიხდის, ფედერაცია იცი შენე რამფერი ფედერასტიცა გვყავს, ისტევე შენი გადასახდელი იქნება და ნამეტანი ძვირი დაგიჯდება ჩვენი რიოდეჟანეიროში ჩაყვანა, აგერ არაა სტამბული???
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
25 თებერვალი 2020 02:28
15
ქართველი აფირსიტი ბიზმენსმნებივით არ არიან ესენი. ქართველი ბიზსმენმენი ყველაფერზე წუწუნებს. წარმატებები ფაბიო
macbook pro
25 თებერვალი 2020 02:02
4
borjomi geyida upro cnobadi brendia P.S riti piqrobs xalxi gagvanatlo iqneba nichiero xalxi dzalianac sworad piqrobs umetesad
kaxa
25 თებერვალი 2020 01:39
13
აზრი რომ გამოვიტანოთ,ერთი ორგანოა საჭირო.ოღონდ,არა ის რითაც უმეტესობა ფიქრობს დღეს საქართველოში.
დ.დ
25 თებერვალი 2020 00:55
4
დაპირება მოსაწონია, კარგი და ადვილად გასაგები, ვნახოთ როგორ შეასრულებს
სერაფიონი
25 თებერვალი 2020 00:30
0
რას მიედ მოედება ეს კაცი. თუ თარგმანია ცუდი? აზრი ვერ გამოვიტანე
ვავა
25 თებერვალი 2020 00:15
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული